იემენში კოალიციურმა ძალებმა ხუთ ქალაქზე თავდასხმა მოაწყვეს

იემენში კოალიციურმა ძალებმა ხუთ ქალაქზე თავდასხმა მოაწყვეს

1598383
იემენში კოალიციურმა ძალებმა ხუთ ქალაქზე თავდასხმა მოაწყვეს

იემენში, საუდის არაბეთის ლიდერობით კოალიციურმა ძალებმა, დედაქალაქ სანას თაოსნობით ხუთ ქალაქზე 40 საჰაერო თავდასხმა განახორციელეს.

ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუსიტების ვებგვერდზე, სახელწოდებით „ენსარულლაჰ“, გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ჰუსიტების კონტროლის ქვეშ მყოფ დედაქლაქ სანაზე, ასევე ქალაქებზე სადე, ზამარი, მარიბი და ჯევფი 40 საჰაერო თავდასხმა განხორციელდა.  

იქვე ნათქვამია, რომ ეს თავდასხმები, რომლებზეც საერთაშორისო საზოგადოება და ორგანიზაციები დუმს, დაძაბულობის სახიფათო ზრდაა და „ამ ისტერიულ თავდასხმებზე“ ჰუსიტებს პასუხის გაცემის უფლება აქვთ.

ბოლო დღეებში ჰუსიტებსა და სამთავრობო ძალებს შორის მარიბში შეტაკებები გააქტიურდა და საუდის არაბეთის ლიდერობით კოალიციური ძალებიც ჰუსიტების წინააღმდეგ საჰაერო შეტევებს აგრძელებენ.

ამ შეტაკებების პარალელურად ჰუსიტები დანაღმული უპილოტო საჰაერო აპარატებით საუდის არაბეთის სხვადასხვა რეგიონში თავდასხმებს აწყობს.



მსგავსი ინფორმაციები