საბერძნეთის ქალაქ ლარისაში მიწისძვრა ისევ მოხდა

6,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შემდეგ ქალაქში კიდევ ორი ბიძგი დაფიქსირდა

1594780
საბერძნეთის ქალაქ ლარისაში მიწისძვრა ისევ მოხდა

საბერძნეთის ქალაქ ლარისაში მიწისძვრა ისევ მოხდა. 6,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შემდეგ ქალაქში კიდევ ორი, 5 და 4.2 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგი დაფიქსირდა.

კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების სამმართველოს ინტერნეტ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, გუშინ თურქეთის დროით 21.45 საათზე 5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

მიწისძვრა მიწის ზედაპირიდან 34,05 კილომეტრის სიღრმეზე მოხდა.

ამ მიწისძვრის შემდეგ ასევე ქალაქ ლარისაში თურქეთის დროით 21.49 საათზე 4,2 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგი მიწის ზედაპირიდან 4,73 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.

ბიძგები ჩანაქქალეს მახლობლადაც იგრძნობოდა.


საკვანძო სიტყვები: #მიწისძვრა , #საბერძნეთი

მსგავსი ინფორმაციები