YPG/PPK-მა, ფრანგ პარლამენტარებს ჰოლის ბანაკში შესვლის ნება არ მისცეს
ამ ბანაკის მხოვრებთა უმრავლესობას ფრანგები წარმოადგენენ

სირიის ჩრდილოეთში და ჩრდილო-აღმოსავლეთში აქტიურმა ტერ ორგანიზაცია YPG/PPK-ს პატრულებმა, რომელთა კონტროლ ქვეშ არის ეს რეგიონები, ფრანგ პარლამენტარებს შესვლის ნება არ მისცეს ამ რეგიონში მდებარე ჰოლის ბანაკში, რომელშიც ძირითადად ევროპელები ცხოვრობენ და რომელთა უმრავლესობასაც ფრანგი მოქალაქეები წარმოადგენენ. მემარცხენე დეპუტატების ფრედერიკ დიუმას, ჰუბერტ ჟულიენ-ლაფერერიეს, სილვი გიომსა და მუნირ სატოურის მხრიდან გავრცელებული ერთობლივი წერილობითი განცხადების თანახმად, ამ ბოლო კვირეების განმავლობაში, ბელგიის, ფინეთის, გერმანიის, ავსტრიისა და ესპანეთის დელეგაციებმა შეძლეს ჰოლის ბანაკის მონახულება, მაგრამ, მათი დელეგაციის მიერ სირიის საზღვრის გადაკვეთის შემდეგ , YPG/PKK-ს წევრებმა, ხსენებულ ბანაკში წასვლისა და იქ შესვლის უფლება არ მისცეს. ”ჩვენმა ადგილზე მოლაპარაკებებმა დაადასტურა, რომ ბანაკში შესვლის დაბლოკვა მოხდა საფრანგეთის ხელისუფლების მხრიდან პირდაპირი ზეწოლის შედეგად,” ნათქვამია ამავე განცხადებაში, რომელშიც ასევე ხაზგასმულია, რომ ჰოლის ბანაკში მცხოვრებთა მდგომარეობა ძალზედ არა სახარბიელო არის რა, გადაუდებელი ზომები უნდა იქნას მიღებული ბანაკში მყოფი ბავშვებისთვის
მსგავსი ინფორმაციები

აზერბაიჯანში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი ცნობილია
აზერბაიჯანში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი ცნობილია