ასადის რეჟიმის ცნობით, ისრაელმა დამასკოში საჰაერო იერიში მიიტანა
ასადის რეჟიმის ცნობით, ისრაელმა დამასკოში საჰაერო იერიში მიიტანა
1592459
სირიაში, ბაშარ ასადის რეჟიმის დაქვემდებარებაში მყოფ სააგენტო, SANA-ს მიერ სამხედრო წყაროებზე დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაიის თანახმად, ისრაელმა ოკუპირებულ გოლანის მაღლობებიდან დედაქალაქ დამასკოს მიმართულებით ადგილობრივი დროით 22:16 საათზე საჰაერო იერიში მიიტანა. დაშავებულებსა და დაღუპულების შესახებ ამ დროისათვის არანაირი სხვა ინფორმაცია არ გავრცელებულა.
ამავე ინფორმაციით, სირიის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა მტრის რაკეტების უმეტესობის ჩამოგდება შესძლო.