ნიკა მელია დააკავეს
ნიკა მელია დააკავეს
საქართველოში პარლამენატრის მანდატის გაუქმების შემდეგ მის წინააღმდეგ დაკავების ორდერის გაცემის მიუხედავად სამართალდამცველებზე არ ჩაბარებული, ნაციონალური მოძრაობის თავჯდომარე, ნიკა მელია ასობით სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრების მიერ ჩატარებული ოპერაციის შედეგად დააკავეს. მელიას დაკავების ოპერაცია დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა.
შეგახსენებთ, რომ 18 თებერვალს უკვე ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ თბილისში გამართული პრესკონფერენციის დროს განაცხადა, რომ ქვეყნის მთავარი ოპოზიციური პარტიის, ნაციონალური მოძრაობის თავჯდომარის, ნიკა მელიას, დაკავების საკითხზე მის გუნდთან აზრთა სხვადასხვაობის გამო თანამდებობას ტოვებს.
მეორეს მხრივ, გუშინ ახალმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში ნდობის მანდატის მოპოვების შემდეგ სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, რომ მელიას დაკავების ბრძანება განხორციელდებოდა იურიდიული გზით.
მსგავსი ინფორმაციები

ალიევმა განაცხადა, რომ ისინი სომხეთთან ზანგეზურის დერეფნის გახსნაზე შეთანხმდნენ
ალიევმა განაცხადა, რომ ისინი სომხეთთან ზანგეზურის დერეფნის გახსნაზე შეთანხმდნენ