საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თანამდებობა დატოვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თანამდებობა დატოვა

1586003
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თანამდებობა დატოვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თანამდებობა დატოვა

გახარიამ დედაქალაქ თბილისში ჟურნალისტებთან გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ მან თანამდებობა დატოვა, ქვეყნის მთავარი ოპოზიციური პარტიის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას, დაკავების საკითხზე მის გუნდთან აზრთა სხვადასხვაობის გამო.

მან გააკრიტიკა მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილება და განაცხადა, რომ ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ დაძაბულობას ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო გაზრდის.

პარტია „ქართულმა ოცნებამ“ გახარიას გადადგომის შემდეგ პრემიერ-მინისტრობის ახალ კანდიდატად ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ამჟამინდელი თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, დაასახელა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააკეთა განაცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ გახარიას გადადგომის შემდეგ მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილება დროებით გადაიდო.



მსგავსი ინფორმაციები