სირიიდან თურქეთში არალეგალურად შესვლის მსურველი 6 უცხოელი დააკავეს
დაკავებულთაგან 5 რუსეთის, ერთი კი ლიბიის მოქალაქეა
1585279
თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სირიიდან, თურქეთში არალეგალური გზით შესვლის მსურველი 6 უცხო ქვეყნის მოქალაქე იქნა დაკავებული. უცხოელების დაკავება ჰათაიში მოხდა. დაკავებულთაგან 5 რუსეთის, ერთი კი ლიბიის მოქალაქეა. ამავე ინფორმაციით, დადგინდა, რომ დაკავებულთა შორის მყოფი ერთი რუსი ქალი, ტერორისტული ორგანიზაცია დაეში-ს წევრობისთვის იყო ძებნილი.
მსგავსი ინფორმაციები
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 54 ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 54 ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული