ირანში რევოლუციის 42-ე წლისთავის აღსანიშნავ ზეიმზე როჰანის საწინააღმდეგო ლოზუნგები ისმოდა
ირანში რევოლუციის 42-ე წლისთავის აღსანიშნავ ზეიმზე როჰანის საწინააღმდეგო ლოზუნგები ისმოდა
1581722
ირანში რევოლუციის 42-ე წლისთავის აღსანიშნავ ზეიმზე ასობით ადამიანი, რომლებიც მოტოციკლეტებით იყვნენ მისული, პრეზიდენტ ჰასან როჰანის საწინააღმდეგო ლოზუნგებს სკანიდრებდა.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ასობით ადამიანი ყვირის "წყეულიმც იყოს როჰანი".
იქვე ჩანდა, რომ მოტოციკლეტებზე მყოფებს თან ჰქონდათ ირანის და ჰეზბოლას დროშები.
შაჰ მუჰამედ რეზა ფეჰლევის მმართველობა დასრულდა ირანში განხორციელებული რევოლუციით 1979 წლის 11 თებერვალს, აიათოლა რუჰოლა ხომეინის მეთაურობით ლოზუნგებით, როგორიც იყო "თავისუფლება, თანასწორობა", "არც აღმოსავლეთი და არც დასავლეთი".
წელს ქვეყანაში ზეიმი ახალი ტიპის კორონავირუსი გამო მანქანებისა და მოტოციკლეტების კოლონის მსვლელობის სახით ჩატარდა.