ჰულუსი აქარმა ერაყში ვიზიტის მეორე დღესაც მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა

ჰულუსი აქარმა ერაყში ვიზიტის მეორე დღესაც მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა

1567115
ჰულუსი აქარმა ერაყში ვიზიტის მეორე დღესაც მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა

ოფიციალური ვიზიტით ერაყში ჩასულმა, თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა ვიზიტის მეორე დღეს, ქურთული რეგიონის ლიდერ ნეჩირვან ბარზანის შეხვდა და ასევე ერაყის თურქმენთა ფრონტის ერბილის ოფისიც მოინახულა.

ჰულუსი აქარმა და ნეჩირვან ბარზანიმ ჯერ პირისპირ შეხვედრა გამართეს რა, შემდეგ დელეგაციებს შორის გამართულ შეხვედრასაც თანათავჯდომარეობა გაუწიეს. შეხვედრის დაწყების წინ ჰულუსი აქარმა იმედი გამოთქვა, რომ ეს ვიზიტი როგორც თურქეთის, ასევე ერაყისთვის სიკეთის მომტანი იქნება.

რაც შეეხება ერაყის თურქმენთა ფრონტის ერბილის ოფისში შეხვედრის დროს ჰულუსი აქარმა კიდევ ერთხელ გამოხატი თურქეთის მხარდაჭერა ერაყელი თურქმენების მიმართ.

ჰულუსი აქარმა და მისმა დელეგაციამ ბოლოს ერბილში, თურქეთის საკონსულოსაც ეწვივნენ და ამის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდნენ.


საკვანძო სიტყვები: #ერაყი , #ჰულუსი აქარი

მსგავსი ინფორმაციები