აზერბაიჯანის არმიის დანაკარგი გაიზარდა

შეჰიდთა რაოდენობამ 2855-ს მიაღწია

1566366
აზერბაიჯანის არმიის დანაკარგი გაიზარდა

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაახლა ინფორმაცია ომში დაღუპულთა შესახებ, რომელიც გასული წლის 27 სექტემბერს დაიწყო და 10 ნოემბერს სომხეთის მიერ დამარცხების შეთანხმების ხელმოწერით დასრულდა. ამ ინფორმაციით, ყარაბაღის ომში დაღუპულთა რიცხვი,  რომელიც ადრე 2841 იყო, ახალი დაღუპულების აღმოჩენისა და მათი იდენდიფიკაციის დასრულების შემდეგ,  2855-მდე გაიზარდა. ამავე ინფორმაციით, 50 ჯარისკაცი ჯერ კიდევ დაკარგულად არის გამოცხადებული და მათი ძიება გრძელდება. აზერბაიჯანის არმიის მიერ 2020 წლის 27 სექტემბერს დაწყებული ოპერაციის შედეგად, 5 რაიონული ცენტრის, 4 დაბის და 286 სოფლის განთავისუფლების შემდეგ, სომხეთმა მარცხი აღიარა და ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომლითაც ოკუპირებული აღდამის, ლაჩინისა და ქელბაჯარის რაიონების ევაკუაციაც მოახდინა და გადააბარა აზერბაიჯანს



მსგავსი ინფორმაციები