ერსინ თათარმა ჯეინ ჰოლ ლუტი მიიღო

ერსინ თათარმა ჯეინ ჰოლ ლუტი მიიღო

1561908
ერსინ თათარმა ჯეინ ჰოლ ლუტი მიიღო

ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ერსინ თათარმა, გაერო-ს გენერალური მდივნის სპეციალური მრჩეველი კვიპროსში ჯეინ ჰოლ ლუტი მიიღო. შეხვედრაზე ერსინ თათარმა განაცხადა, რომ კვიპროსის საკითხთან დაკავშირებით ანკარასთან სრული კონსულტაციებით და შეთანხმებებით მოქმედებენ.

„ჩვენ ამ პროცესს თურქეთთან ერთად ვმართავთ. როგორც კვიპროსის თურქული მხარე, ჩვენ მუდმივ კონტაქტში ვართ ანკარასთან. ამ შეხვედრით ძალიან მოხარული ვარ. მე შევხვდი პიროვნებას, რომელსაც ჩვენი დამოკიდებულება ამ საქმეზე კარგად აქვს გაანალიზებული და მოპირდაპირე მხარესაც ასე ესაუბრება. ეს არის გამოხატულება იმისა, რომ ამ ეტაპზე ჩვენ რაღაცას მივაღწიეთ.  რეგიონალური მშვიდობა და  სტაბილურობა ყველა მხარისათვის მომგებიანი იქნება. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ანკარასთან სრულ ჰარმონიაში ვიმყოფებით,“ განაცხადა ერსინ თათარმა, ჯეინ ჰოლ ლუტისთან შეხვედრის შემდეგ გაკეთებული შეფასებების დროს.


საკვანძო სიტყვები: #ჯეინ ჰოლ ლუტი , #ერსინ თათარი

მსგავსი ინფორმაციები