აქტუალური თემის ანალიზი 51

ქურთულ შეიარაღებულ ფორმირებებს შორის შეტაკებები ფართოვდება

1547264
აქტუალური თემის ანალიზი 51

             

თურქეთის მხრიდან ერაყის ჩრდილოეთში,  ტერორგანიზაცია პკკ-ას წინააღმდეგ განხორციელებული ”კლანჭები-ხაფანგი“ სახელწოდების ოპერაციების შედეგად კუთხეში მიმწყვდეული სეპარატისტები, ამ ბოლო ხანებში ჩრდილოეთ ერაყის ქურთული რეგიონის ორ მთავარ ძალას, IKBY-ს (ერაყის ქურთისტანის რეგიონალური ხელისუფლება) და KDP-ს (ქურთისტანის დემოკრატიული პარტია) დაუპირისპირდნენ. ქურთული რეგიონის შეიარაღებულმა ძალებმა-ფეშმერგებმა და სპეცრაზმელებმა ალყა შემოარტყეს ხსენებულ რეგიონში მოქმედ პკკ-ას ბანაკებს და ხშირად თავდასხმებს აწყობენ მათზე. უფრო მეტიც, ერაყის ცენტრალურ ხელისუფლებას და ქურთულ რეგიონს შორის ხელმოწერილმა შეთახმებამ სინჯარის ოლქში დაბანაკებული პკკ-ას განდევნის თაობაზე, ტერ ორგანიზაციაში დიდი შოკი გამოიწვია. სწორედ მის ფარგლებში, პკკ-ას შეიარაღებულმა ფრთამ HPG-მ რიგი შეტევები განახორციელა ფეშმერგებზე, ხოლო პკკ-ას სირიულმა ფრთამ YPG-მ, სირია-ერაყის საზღვრების გასწვრივ განლაგებული ფეშმერგები ამოიღო მიზანში. გარდა ამისა, თავდასხმები განხორციელდა ასევე სირიაში არსებულ KDP-ს დაქვემდებარებულ ENKs ობიექტებზეც. ახლა ამ თემაზე გთავაზობთ SETA/სეტას საგარეო პოლიტიკის მკვლევარ ჯან აჯუნის ანალიტიკურ სტატიას, რომელშიც იგი წერს:..

 

IKBY–სთან დაკავშირებული პოლიტიკური ელემენტები,  PKK–ს თვითნობებს თავიანთ რეგიონებში, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იტანდნენ. ორგანიზაცია, რომელიც ინსტრუმენტული იყო დაეშის წინააღმდეგ ბრძოლაში, ასევე გამოირჩეოდა სირიის ჩრდილო–აღმოსავლეთში საქმიანობებითაც. PKK-ა, რომელიც ქურთულ კარტს ყოველთვის კარგად იყენებდა, ქურთული ნაციონალიზმის ზრდის ფონზე თავისთვის ხელშეუხლებლობასაც აშენებდა. მიუხედავად თურქეთის ზეწოლისა,  IKBY განსაზღვრულ ველს ჰქმნიდა ერაყის ჩრდილოეთში PKK-სათვის და არ ერეოდა მის საქმიანობებში. თუმცა, ბოლო თვეების მოვლენებმა, IKBY-სა და KDP-ს მოთმინების ფიალა აუვსო და ვეღარ აიტანეს რა სეპარატისტების თავნებობები, მათ წინააღმდეგ გაილაშქრეს. უნდა ითქვას, რომ თურქეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან ჩრდილოეთ ერაყში თავშეფარებული პკკ-ას წინააღმდეგ ბოლო თვეებში წარმატებით განხორციელებულმა ტრანსსასაზღვრო ოპერაციებმა, დიდი და მძიმე დარტყმები მიაყენეს ტერორისტებს, რის გამოც მათ სამხრეთით უკან დახევა დაიწყეს იმ ადგილებში, რომლებიც KDP-ს კონტროლქვეშ იყვნენ. გარდა ამისა, პკკ-ამ KDP-ე დაადანაშაულა თურქეთისადმი მხარდაჭერაში და ამის გამო  ძალიან მძიმე ენით მუქარებიც კი შეუთვალა.

პკკ-ამ მთავარ სტრატეგიულ საფრთხედ მიიჩნია ასევე სინჯარში, ერბილსა და ბაღდადს შორის მიღწეული შეთანხმება და მის საპასუხოდ ჯერ რიტორიკულ დონეზე გაზარდა მუქარები, შემდეგ კი თავდასხმებიც განახორციელა ფეშმერგებზე. ამით იგი ფიქრობდა, რომ KDP-ე უკან დაიხევდა.

PKK–ს მხრიდან ნავთობსადენებზე თავდასხმები იმ პერიოდში, როდესაც IKBY–ს ისედაც დიდი ეკონომიკური და ფინანსური პრობლემები აქვს, ზღვარს გადასულ ბოლო ნაბიჯად ჩაითვალა. ამიტომაც ქურთული ავტონომიის პრეზიდენტმა ნეჩირვან ბარზანიმ და პრემიერ-მინისტრმა მასრურ ბარზანიმ, PKK-ს წინააღმდეგ ბრძოლის გამკაცრება დაიწყეს, ხოლო მის პარალელურად ამ საკითხში თურქეთთან თანამშრომლობაც გააფართოვეს. ერბილმა და მისმა ფეშმერგებმა ერაყის ჩრდილოეთ ნაწილში  არსებული პკკ-ას ბანაკების გარშემორტყმა დაიწყეს, ხოლო დროდადრო მათზე თავდასხმებიც განახორციელეს, რამაც სათავე დაუდო ხშირ შეტაკებებს ფეშმერგებსა და PKk-ს შორის

KCK/PKK-ს ხელმძღვანელობამ ქურთ საზოგადოებას, KDP-ს წინააღმდეგ ამხედრებისკენ მოუწოდა და ამასთან თავისი რიტორიკაც სულ უფრო გაამკაცრა. ამის პარალელურად მან სირიაში მოქმედი თავისი ელემენტების მობილიზებაც მოახდინა. პირველი თავდასხმები სირიაში, პკკ-ელებმა ჰასექში მოქმედი ENSK–ს ოფისებზე განახორციელეს, მათგან ზოგიერთები გადაწვეს, ზოგიერთები კი დაცხრილეს. შემდეგ კი YPG-ე თავს დაესხა ფეშმერგებს უშუალოდ ფიშაბურის სასაზღვრო ხაზზეც.

მოკლედ ისეთი დრო დადგა, რომ მხარეებს შორის ყოველ წუთს შეიძლება დაიწყოს სრულმასშტაბიანი კონფლიქტი, რომელიც მოედება მთელ ჩრდილოეთ ერაყს. თავის ბოლოდროინდელ განცხადებებში, ქურთული რეგიონის პრემიერმა მესრურ ბარზანიმ, აშშ-ს მოუწოდა, შეაჩერებინოს არა მხოლოდ PKK/KCK-ს, არამედ ორგანიზაციის სირიული ფრთის, YPG-ს აგრესიული ქმედებებიც. ამასთან,  ერბილი იმასაც უკვე მიხვდა, რომ პკკ-ას ლიდერების  სირიაში გავლენაც უნდა შეწყდეს. ასე რომ, ჩრდილოეთ ერაყის ქურთულმა ხელისუფლებამ საბოლოოდ გააცნობიერა PKK–ს საფრთხის რეალობა და დარწმუნდა, ერთადერთი გამოსავალი პკკ-ას აღვირახსნილობის დასრულებისა, არის თურქეთთან აქტიური თანამშრომლობა ანტიტერორისტულ ბრძოლაში, წერს SETA/სეტას საგარეო პოლიტიკის მკვლევარი ჯან აჯუნი



მსგავსი ინფორმაციები