თურქეთი, PKK-ს წინააღმდეგ ბრძოლაში ერაყსაც დაეხმარება

მევლუთ ჩავუშოღლუმ ანკარაში ფუად ჰუსეინი მიიღო

1546570
თურქეთი, PKK-ს წინააღმდეგ ბრძოლაში ერაყსაც დაეხმარება

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაცია, PKK-ს წინააღმდეგ ბრძოლაში ერაყს საჭირო ყველა დახმარებას გაუწევენ. მან ამის შესახებ, ანკარაში თავის ერაყელ კოლეგა, ფუად ჰუსეინისთა გამართული პირისპირ შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენციის დროს განაცხადა.

„ბოლო დროს ერაყში PKK-სთან დაკავშირებით არსებობს კონსენსუსი (რეგიონალურ ადმინისტრაცია ერბილში) კერძოდ კი სიმჯარიდან მათი გაყვანის თაობაზე. ამ შეთანხმების განხორციელება მნიშვნელოვანია ერაყის მომავლისთვის. PKK არ წარმოადგენს ქურთებს. PKK ყველაზე მეტად ქურთების მტერია. PKK, ქურთებს თავს ესხმის თურქეთში, სირიასა და ერაყში.  ეს არის მიზეზი, რის გამოც მათ ცოტა ხნის წინ დაიწყეს ერაყის ჩრდილოეთში ქურთების მიმართ დავდასხმები. სირიაში კი PKK, YPG ერთიდაიგივე ტერორისტული ორგანიზაციაა. თურქეთი კი ერაყს მათ წინააღმდეგ ბრძოლაში ყოველგვარ დახმარებას გაუწევს,“ განაცხადა ჩავუშოღლუმ.



მსგავსი ინფორმაციები