თურქეთ-აზერბაიჯანს შორის მოგზაურობა პირადობის მოწმობით მოხდება

ამის შესახებ იუწყება ჩავუშოღლუ

1543524
თურქეთ-აზერბაიჯანს შორის მოგზაურობა პირადობის მოწმობით მოხდება

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ, სოციალურ ქსელ Twitter–ის ანგარიშით გავრცელებულ მესიჯში აღნიშნა, რომ უახლოეს დღეებში თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის შესაძლებელი გახდება მოგზაურობა პირადობის მოწმობებით. ”ძალიან მალე ჩვენ გვექნება საშუალება ვიმოგზაუროთ თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის პირადობის მოწმობით. ჩემს აზერბაიჯანელ ძმასთან და კოლეგასთან, ჯეიჰუნ ბაირამოვთან ხელი მოვაწერეთ ოქმებს, რომლებითაც ამ ორი მოძმე ქვეყნის მოქალაქეები ერთმანეთის ტერიტორიაზე უპასპორტოდ ე.ი. მხოლოდ პირადობის მოწმობებით იმოგზაურებენ. ამის ღირსია და იმსახურებენ ერთი ერისგან შემდგარი ორი სახელმწიფოს მოქალაქეები! წარმატებებს ვუსურვებ ორივე სახელმწიფოს!" - ხაზგასმით აღნიშნავს ჩავუშოღლუ.



მსგავსი ინფორმაციები