პრეზიდენტი ერდოღანი: „აზერბაიჯანი გააგრძელებს ეპოსების წერას“

პრეზიდენტი ერდოღანი: „აზერბაიჯანი გააგრძელებს ეპოსების წერას“

1543217
პრეზიდენტი ერდოღანი: „აზერბაიჯანი გააგრძელებს ეპოსების წერას“
aliyev.jpg

დღეს, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში, საკუთარი ტერიტორიების სომხური ოკუპაციისგან გათავისუფლების აღსანიშნავად გამარჯვების აღლუმი გაიმართა. აღლუმს, რომელსაც თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანიც ესწრებოდა, ორი ქვეყნის სამხედროების მარშით დაიწყო. პროგრამაზე სიტყვიტ გამოსულმა თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა: „იმედი მაქვს აზერბაიჯანი,  ჩემი ძმის, ილჰამ ალიევის მტკიცე ნაბიჯებით და  ხელმძღვანელობით გააგრძელებს ეპოსების წერას.  აზერბაიჯანის ტერიტორიების ოკუპაციიდან გათავისუფლება, არ ნიშნავს, რომ ბრძოლა დასრულებულია. ჩვენ, აზერბაიჯანი და თურქეთი ყოველთვის ვმოქმედებდით და ვმოქმედებთ დიდი ლიდერის, ჰაიდარ ალიევის მიერ წამოყენებული პრინციპით „ერთი ერი, ორი  სახელმწიფო.“ ყარაბაღში სერიოზულად დაირღვა ომის კანონი და შეირყა ადამიანის უფლებები. ჩვენი ვალია ყველა პლატფორმაზე მოვთხოვოთ ამის პასუხი მათ. სომეხი მმართველები ხალხის რესურსებს ხარჯავდნენ აზერბაიჯანის მიწების ოკუპაციის შენარჩუნების მიზნით. მათ, ვისაც მთიანი ყარაბაღის  განადგურების, ხოცვა-ჟლეტისა და ცრემლების გარდა არაფერი მოუტანიათ, ახლა საჭიროა მოეგონ გონს. ამიტომ, უნდა დაინახოს ყველამ,  რომ ვერაფერი მიიღწევა დასავლური იმპერიალისტების გაღიზიანებით და ურთიერთობები ხელმეორედ უნდა გადაიხედოს. თუ სომხეთის ხალხმა ყარაბაღში მომხდარიდან შესაბამისი გაკვეთილი მიიღო, ეს იქნება რეგიონში ახალი ეპოქის დასაწყისი.“

დღეს, ბაქოში გამართულ სამხედრო აღლუმის დროს სიტყვით გამოსვლისას აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა კი  განაცხადა: „თურქეთის მხრიდან  სამამულო ომში მხარდაჭერა, პირველივე დღეებიდან, უფრო ზუსტად კი, პირველივე საათებიდან ვიგრძენით. თურქეთის პოლიტიკური და მორალური მხარდაჭერა აზერბაიჯანის თითოეულ მოქალაქეს ამაყსა და ბედნიერს ხდის. დღეს ყარაბაღში მიღწეული გამარჯვება, აზერბაიჯანის და თურქეთის ძმობის და მეგომრობის შედეგია.“



მსგავსი ინფორმაციები