სომხეთში საპროტესტო აქციები განახლდა

მომიტინგეები ფაშინიანის გადადგომას ითხოვენ

1542395
სომხეთში საპროტესტო აქციები განახლდა

სომხეთში, დემონსტრანტების მიერ პრემიერ მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომისათვის მიცემული ვადა ამოიწურა, მაგრამ, იგი არ გადადგა რა, ხალხმაც დიდი საპროტესტო აქციები განაახლა. სომხეთში, რომელმაც დიდი მარცხი განიცადა აზერბაიჯანისგან და ძალით ოკუპირებული მთიანი ყარაბაღი დაკარგა, მასიური დესტაბილიზაცია გრძელდება. დედაქალაქ ერევნისა და სხვა დიდი ქალაქების ზოგიერთი უბნები, მოედნები და ქუჩები გადაიკეტა. პოლიციამ კიდევ უფრო გაამკაცრა ზომები და დღევანდელ აქციაზე, რომელზედაც ძირითადად პრემიერის გადადგომას მოითხოვენ, კიდევ 90 ადამიანი დააკავა. სომხური მას-მედიის ინფორმაციით,  მომიტინგეები რომ არ მივიდნენ ერევნის აქციაზე, ხელისუფლებამ დროებით შეაჩერა მეტროს მუშაობა



მსგავსი ინფორმაციები