საქართველოში 31 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგები ცნობილი გახდა

საქართველოში 31 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგები ცნობილი გახდა

1539603
საქართველოში 31 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგები ცნობილი გახდა

საქართველოში, 31 ოქტომბერის საპარლამენტო არჩევნების შედეგები ცნობილი გახდა. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო)  2020 წლის 31 ოქტომბრს ჩატარებული საპარლამენტო  არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა. ოფიციალური შედეგების მიხედვით, მმართველმა ქართული ოცნების პარტიამ 150 დეპუტატიან პარლამენტში 90 მანდატის შეყვანა შესძლო რაც იმას ნიშნავს, რომ მას დამოუკიდებლად შეუძლია მთავრობის ჩამოყალიბება. ცესკოს ოფიციალური მონაცემებით, სხვა პარტიები პარლამენტში ამ რაოდენობის მანდატებით შევიდნენ: ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშიამ“ 36, ბლოკი „გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი“ 4, „ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია - ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ 5, „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ 4, „შალვა ნათელაშვილი-საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ 1, „ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები“ 2, „გირჩი“ 4, „ლელო - მამუკა ხაზარაძე“4.  

ოპოზიციური პარტიები, რომლებიც არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ, 31 ოქტომბრიდან მოყოლებული აქციებს მართავენ. მთავრობა კი ახალი არჩევნების ჩატარებას არ აპირებს.



მსგავსი ინფორმაციები