ერშათ სალიჰი PKK-ს სინჯარიდან გაყვანასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს

ერშათ სალიჰი PKK-ს სინჯარიდან გაყვანასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს

1539401
ერშათ სალიჰი PKK-ს სინჯარიდან გაყვანასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს

ერაყის თურქმენული  ფრონტის თავჯდომარე,  ერშათ სალიჰიმ განაცხადა,  რომ სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაცია, PKK ელემენტების ქალაქ სინჯარიდან გასვლა მხოლოდ გადაადგილების ტაქტიკაა. თურქმენების ლიდერმა სალიჰიმ განაცხადა, რომ ერბილსა და ბაღდადს შორის „სინჯარის შეთანხმების“ ფარგლებში, PKK-ს რეგიონიდან გაყვანასთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ არსებობს გაურკვევლობა იმის შესახებ, თუ სად უნდა გადაიყვანონ ისინი. იგი ასევე აცხადებს, რომ მათი ინფორმაციით, PKK-ს ტერორისტების ქალაქ სინჯარიდან გაყვანით ისევ ერაყის სხვა ტერიტორიებზე უნდა ჩაასახლონ რაც იმას ნიშნავს, რომ ეს პრობლემას ვერ მოაგვარებს. სალიჰის თქმით PKK და DEAŞ  ერთი და იგივე ფულის ორი მხარეა, რომლების მიზანიც ერაყის დესტაბილიზაცია, ქვეყნის გაყოფა და მეზობელი ქვეყნების დაზიანებაა.

ცნობისათვის ბაღდადსა და ერბილს შორის მიმდინარე წლის 1 ოქტომბერს გაფორმებული შეთანხმებით PKK-ს ტერორისტებმა ქალაქ სინჯარის დატოვება უკვე დაიწყეს.


საკვანძო სიტყვები: #სინჯარი , #PKK , #ერშათ სალიჰი

მსგავსი ინფორმაციები