სახალხო დამცველმა სომხეთის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულების ამსახველი ანგარიში მოამზადა
სახალხო დამცველმა სომხეთის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულების ამსახველი ანგარიში მოამზადა
თურქეთის სახალხო დამცველის ინსტიტუტმა (KDK) აზერბაიჯანის მთიანი ყარაბაღის რეგიონში სომხეთის არმიის მიერ ადამიანის უფლებათა დარღვევების შესახებ ანგარიში მოამზადა.
სახალხო დამცველმა, შერეფ მალკოჩმა განაცხადა, რომ ანგარიში, რომელშიც საუბარია სომხეთის არმიის მიერ აზერბაიჯანში ჩადენილ ომის დანაშაულებებზე, ამ კვირიდან მოყოლებული თურქეთსა და მსოფლიოში შესაბამის ინსტიტუტებს, ორგანიზაციებს და ევროკავშირის პარლამენტების ადამიანი უფლებების დაცვის კომისიებს გაეგზავნება.
მალკოჩმა, რომელმაც ანგარიშთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა, აღნიშნა, რომ ომბუდსმენს ორი მოვალეობა აქვს, რომელთაგან პირველი არის პრობლემების მოგვარება ქვეყანაში ადმინისტრაციული უზრუნველყოფის სამსახურებსა და მოქალაქეებს შორის შუამავლობით, ხოლო მეორე არის ეროვნულ და საერთაშორისო არენაზე ადამიანის უფლებების დაცვისა და განვითარებისთვის მუშაობა.
მისი თქმით, ანგარიშის მომზადების პროცესში ისინი აზერბაიჯანში ჩავიდნენ და გამოიკვლიეს სომხეთის არმიის თავდასხმების შედეგად დაზიანებული სამოქალაქო დასახლებები.
”აზერბაიჯანში ვიზიტის დროს, ჩვენ განსაკუთრებით დავათვალიერეთ საბრძოლო ველების გარეთ მდებარე რაკეტებით დაბომბილი სამოქალაქო დასახლებები გენჯე, ტერტერი, გორანბოი, აღდამი და ბაქოს შემოგარენიც კი. გენჯე სომხეთიდან გასროლილი რაკეტებით დაიბომბა, მიუხედავად იმისა, რომ იგი კილომეტრებით იყო დაშორებული საბრძოლო ველიდან. ტერტერიც ასევე დაიბომბა.“-აღნიშნა მალკოჩმა.
სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ სომხეთის თავდასხმების შედეგად აზერბაიჯანის 94 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ხოლო 414 დაშავდა და დაამატა: "ჩვენ ყველას იმედი გვაქვს, რომ ომი არ მოხდება, მაგრამ საერთაშორისო სამართლის თანახმად, ლეგიტიმური თავდაცვა და მსგავსი მიზეზების გამო ომი შეიძლება იყოს ფრონტზე. მაგრამ განზრახ ფრონტიდან 100-150 კილომეტრის დაშორებით მდებარე სამოქალაქო დასახლებების დაბომბვა დანაშაულია კაცობრიობის წინააღმდეგ. ეს ეწინააღმდეგება ფუნდამენტურ უფლებებს, რომლებიც განსაზღვრულია ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაში, ეწინააღმდეგება ჟენევის კონვენციას.“
მალკოჩმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანში ყოფნისას თავდასხმების სავალალო შედეგების მოწმე გახდნენ.
"ჩვენ ვესაუბრეთ თავდასხმების შედეგად დაღუპული ადამიანების ნათესავებს, დაშავებულებს. ვესაუბრეთ ბავშვებს, რომლებმაც მშობლები დაკარგეს. დავინახეთ დანგრეული სკოლები და სახლები. ამ თავდასხმების შედეგად დაზიანებული სალოცავები. ვნახეთ როგორ არის განადგურებული გარემო, როგორ არის გამოყენებული აკრძალული იარაღები და ბომბები. ანგარიშში ყველაფერზეა საუბარი“- აღნიშნა თურქეთის სახალხო დამცველმა.
მისივე თქმით, 7 თავისგან შემდგარი მოხსენება მოიცავს ისეთ სათაურებს, როგორიცაა "მთიანი ყარაბაღის პრობლემა", "ადგილზე გამოკვლევის შედეგად მიღებული დასკვნები", "კონფლიქტების შეფასება ადამიანის უფლებების თვალსაზრისით" და სხვა.
სახალხო დამცველმა ასევე აღნისნა: ”გარდა ამისა, ჩვენს ანგარიშში შევადგინეთ სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული თავდასხმების ქრონოლოგია. ცალკე-ცალკე გამოვიკვლიეთ სომხეთის შეიარაღებული ძალების თავდასხმების შედეგად დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობის ფოტოები და მათი დაღუპვის ადგილები.“
მალკოჩმა თქვა, რომ მათ სახალხო დამცველის ინსტიტუტის მიერ მომზადებულ ანგარიშით სურთ ისტორიაში ჩანაწერი დატოვონ და დასძინა: „ჩვენ შევეცადეთ დაგვედგინა ისინი, ვინც ჩაიდინეს ომის დანაშაულები, მოკლეს მშვიდობიანი მოსახლეობა, გაანადგურეს გარემო, მოკლეს 1 წლის ბავშვები ან მოხუცები ღამის 01:00 საათზე და ასევე შევეცადეთ, რომ ისინი გაესამართლებინათ საერთაშორისო სასამართლოში. ანგარიშს მიმდინარე კვირას, თურქეთში შესაბამის ინსტიტუტებს და ორგანიზაციებს, ასევე ადამიანის უფლებათა დამცველ საერთაშორისო ორგანიზაციებს, ომბუდსმენებს და უფლებადამცველებს გადავუგზავნით. ჩვენ მას, ევროკავშირის ქვეყნების პარლამენტების ადამიანის უფლებათა კომისიებში გავაგზავნით. ასევე, რა თქმა უნდა, აზერბაიჯანშიც გავაგზავნით. ჩვენ შევეცადეთ შეგვესრულებინა ჩვენი პასუხისმგებლობა კაცობრიობისა და ადამიანის უფლებების წინაშე. დანარჩენი საერთაშორისო ინსტიტუტების საქმეა. ამ დანაშაულის ჩამდენი პირების, რომლებიც დაარღვიეს ჟენევის კონვენცია, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია და ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, გასამართლება, მათი სასამართლოს წინაშე წარდგენა, რა თქმა უნდა, სხვების პასუხისმგებლობაცაა. ჩვენი მოვალეობაა მათი აღწერა.“
მისივე თქმით, სომხეთი ფიქრობს, რომ მიუხედავად ომის დანაშაულის ჩადენისა ის პასუხს არ აგებს და დაამატა: „მათ ავიწყდებათ, რომ მსოფლიო ძველი მსოფლიო არ არის, აზერბაიჯანი ძველი აზერბაიჯანი არ არის და ასევე თურქეთი ის ძველი თურქეთი არ არის. ამიტომ ისინი ფიქრობენ, რომ ისინი ვინც მათ დღემდე აქეზებდა, ისევ დაიცავენ. მაგრამ, ეს ანგარიში იქნება საერთაშორისო სასამართლო პროცესებზე სომხეთის მხრიდან ჩადენილი ადამიანის უფლებების დარღვევის მტკიცებულება.“
მალკოჩმა აღნიშნა, რომ 10 ნოემბერს ამოქმედებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ ოკუპირებული რეგიონიდან სომხეთის გასვლით გამოჩნდა მიყენებული ზარალი და დაამატა: „მათ, შუშაში, აღდამში, ტერტერში და კელბაჯარში ისტორიის წინაშე ჩაიდინეს დანაშაული. მეჩეთები ღორის სადგომად გადააქციეს, მუსლიმების საფლავები გაანადგურეს. განა ეს მისაღებია? ხოჯალოს ხოცვა-ჟლეტა ან მსგავსი ქმედებებისათვის პასუხი აუცლებლად უნდა აგონ, რადგან ვერავინ ვეღარ გაბედოს მსგავსი ქმედებების ჩადენა.“
მალკოჩმა, ისიც აღნიშნა, რომ ანგარიშში ხაზგასმულია სომხეთის მხრიდან კონფლიქტის ზონებიდან საკმაოდ შორს მდებარე სამოქალაქო დასახლებებზეც თავდასხმა.
„სომხეთის შეიარაღებული ძალები, სამოქალქეობით დასახლებულ პუნქტებს აკრძალულ კასეტური ბომბებით თავს დაესხნენ, რითაც მათ ხელ ყვეს მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლის უფლება და ჩაიდინეს ომის დანაშაული საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ფარგლებში “- აღნიშნა თურქეთის სახალხო დამცველმა.
ანგარიშში, იმ სამოქალაქო დასახლებების ფოტომასალაცაა დართული, რომლებეც სარაკეტო თავდასხმები განხორციელდა. ამ თავდასხმების შედეგად 3410 კერძო სახლი, 120 მრავალსართულიანი კორპუსი და 512 სამოქალაქო ობიექტი დაზიანდა. ასევე იმ ადამიანების შეხედულებები და საუბრებიც არის ასახული ანგარიშში, რომლებმაც თავდასხმების შედეგად ახლობლები დაკარგეს.
„ჩვენ გავიცანით 2 წლის ნილაის დეიდა. თავდასხმების შედეგად ნილაის დედა, მამა და ბებია დაიღუპა. მისმა დეიდამ თქვა, რომ ნილაის დედა ფეხმძიმედ იყო და მან ძმა დაბადებამდე დაკარგა. იგი გამუდმებით ტირის და დედას კითხულობს.“ - აღნიშნა მალკოჩმა.
მსგავსი ინფორმაციები
ნეთანიაჰუმ თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი თანამდებობიდან გაათავისუფლა
ნეთანიაჰუმ თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი თანამდებობიდან გაათავისუფლა