კირკუკში მასობრივი საფლავი აღმოაჩინეს
კირკუკში მასობრივი საფლავი აღმოაჩინეს
1532610
ერაყის ქალაქ კირკუკში 50 კაციანი მასობრივი საფლავი აღმოაჩინეს. კირკუკის ოპერაციების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა საად ჰარბიემ განაცხადა, რომ ჰავიჯეს რაიონის მახლობლად სოფელ, რეშად ნაჰიეში, ტერორისტული ორგანიზაცია დაეშის მიერ მოკლული 50 ადამიანის ცხედრი იქნა აღმოჩენილი. მასობრივი საფლავი, ერაყის ფედერალური პოლიციის ოპერაციების დროს იქნა აღმოჩენილი. საად ჰარბიეს თქმით, გაუგებარია, ვის ეკუთვნის გვამები რა, გამოძიება იდენტიფიკაციის შესახებ უკვე დაიწყო.
შეგახსენებთ, რომო ერაყის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ჰაიდარ ელ იბადიმ 2017 წლის 9 დეკემბერს ტერორისტული ორგანიზაცია, დაეშის წინააღმდეგ ბრძოლაში გამარჯვება გამოაცხადა, მაგრამ, ტერორისტები კირკუკში, მოსულში და სხვა ზოგიერთ ქალაქებში პერიოდულ თავდასხმებს მაინც ახორციელებენ.