აზერბაიჯანის არმია აღდამის რაიონში შევიდა

აზერბაიჯანის არმია აღდამის რაიონში შევიდა

1531174
აზერბაიჯანის არმია აღდამის რაიონში შევიდა

აზერბაიჯანის არმია, 27 წლის შემდეგ სომხეთის ოკუპაციისგან გათავისუფლებულ აღდამის რაიონში შევიდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„სამმხრივი შეთანხმების საფუძველზე, რომელსაც ხელი აზერბაიჯანის,  სომხეთის და რუსეთის ლიდერებმა  მოაწერეს, 20 ნოემბერს აზერბაიჯანის არმიის სამხედრო შენაერთები, სომხეთის ოკუპაციისგან გათავისუფლებულ აღდამის რაიონში შევიდნენ“, - ნათქვამია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ აღდამის რაიონის დაახლოებით 77%, 1993 წელს  სომხეთის მხრიდან იქნა ოკუპირებული. ოკუპაციის შედეად დაახლოებით 200 ათასი აზერბაიჯანელი იძულებით მიგრაციაში წავიდა.


საკვანძო სიტყვები: #აღდამი , #აზერბაიჯანის რაიონი

მსგავსი ინფორმაციები