აქტუალური თემის ანალიზი 47/2020

სირიაში PKK-ს საფრთხე გრძელდება

1531186
აქტუალური თემის ანალიზი 47/2020

აქტუალური თემის ანალიზი 47/2020

სირიაში PKK-ს საფრთხე გრძელდება

საკითხთან დაკავშირებით პოლიტიკის, ეკონოიკისა და საზოგადოების კვლევის ორგანიზაციის SETA-ს საგარეო პოლიტიკის მკვლევარის, ჯან აჯუნის შეფასებას გთავაზობთ...

სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაცია, PKK, სირიაში არსებული ქაოსით სარგებლობს და ასადის რეჟიმთან თითქოს და  DEAŞ-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით აფრინის, კობანის და ზოგიერთ სხვა რაიონებზე კანტონის შექმნას ცდილობს, რის შემდეგაც სურს, რომ თურქეთის სამხრეთ საზღვარზე ტერორისტული სახელმწიფო შექმნას. თურქეთმა კი ეს პრევენციული საფრთხე შენიშნა და რეგიონში ჯერ „ევფრატის ფარის“, „ზეთისხილის რტოს“ და საბოლოოდ „მშვიდობის წყაროს“ სახელწოდების ანტიტერორისტული ოპერაციები განახორციელა. მაგრამ, რეგიონში PKK-ს არსებობა მაინც გრძელდება.

სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაცია, PKK-ს სირიის ფრთა PYD და  YPG წარმოშობით არაბების მონაწილეობით, სირიის დემოკრატიული ძალების (SDF) კონტექსტში, მდინარე ევფრატის აღმოსავლეთ რაიონებში არსებობას აგრძელებენ. ისინი ამ რეგიონში ადმინისტრაციული სტრუქტურის შექმნით და აშშ-ს ეგიდით,   სირიის ნავთობისა და ბუნებრივი გაზის მნიშვნელოვან ნაწილს აკონტროლებენ. ტერორისტული ორგანიზაცია ასევე ფლობს უზარმაზარ სასოფლო-სამეურნეო მიწებს რეგიონში და წყლის რესურსების მიშვნელოვან ნაწილს. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთმა ბოლოს განხორციელებული ოპერაცია „მშვიდობის წყაროს“ მეშვეობით რეგიონის დიდი ნაწილი გაათავისუფლა ტერორისტებიგან, ისინი დეფაქტოს სახით დაახლოებით 40 ათას კვადრატულ კილომეტრს მაინც აკონტროლებენ.

ოპერაცია „მშვიდობის წყაროს“ შემდეგ თურქეთის რეგიონთან მიმართებაში ჯერ აშშ-სთან შემდეგ კი რუსეთთან მნიშვნელოვანი ხელშეკრულებები გააფორმა. განსაკუთრებით სოჭში, მდინარე ევფრატის აღმოსავლეთთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი მემორანდუმი გაფორმდა. ხელშეკრულების მიხედვით, ტერორისტულ ორგანიზაციას რეგიონიდან 32 კილომეტრის შიგნით უნდა დაეხია. სინამდვილეში კი  ჩანს, რომ ეს პრაქტიკაში არ ხდება. გარდა ამისა, ტერორისტული ორგანიზაცია ტელ-რიფატის და ზოგიერთი სხვა რეგიონების გამოყენებით,  თურქეთის კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე, მუდმივად ახორციელებს ტერაქტებს, რის შედეგადაც ასობით მშვიდობიანმა მოქალაქემ დაკარგა სიცოცხლე. თავდასხმები ძირითადად წინასწარ დანაღმული ავტომობილებით ხორციელდება. ტერორისტული ორგანიზაცია აქ მიზნად ისახავს „გათავისუფლებული ტერიტორიების“  არასტაბილურობას.

ამრიგად, ტერორისტული ორგანიზაციის სირიაში არსებობა,  კვლავაც საფრთხეს უქმნის თურქეთს. იმ შემთხვევაში თუ იგი ხელშეკრულების ფარგლებში არ დაიხევს სამხრეთით 32 კმ-ის რადიუსში, ამან შესაძლოა ახალი ოპერაციის აუცილებლობა დააყენოს დღის წესრიგში.  ამჟამად, PKK-ს სირიაში ყოფნა კვლავ საფრთხეს უქმნის ევფრატის როგორც აღმოსავლეთ ასევე დასავლეთ ნაწილსაც,  - წერს, პოლიტიკის, ეკონოიკის და საზოგადოების კვლევის ორგანიზაციის SETA-ს საგარეო პოლიტიკის მკვლევარი, ჯან აჯუნი



მსგავსი ინფორმაციები