სომხეთმა მარცხი აღიარა

სომხეთმა მარცხი აღიარა

1524829
სომხეთმა მარცხი აღიარა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ  რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელიც მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტას ითვალისწინებს.

„რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად ხელი მოვაწერე განცხადებას ყარაბაღის ომის შეწყვეტის შესახებ. ეს პირადად ჩემთვის და ყველა ჩვენგანისთვის უკიდურესად მძიმე გადაწყვეტილებაა,“ აცხადებს ნიკოლ ფაშინიანი სოციალური ქსელი მეშვეობით გავრცელებულ განცხადებაში.

მეორეს მხრივ სომხეთში  დედაქალაქ ერევანის ჩათვლით მრავალ ქალქშ, ფაშინიანის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. აქციის მონაწილეები, რომლებიც მანამდე მთავრობის შენობაში შეიჭრნენ,  ამჯერად პარლამენტის შენობაში შევიდნენ და პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ ლოზუნგებს გაიძახოდნენ.

მომიტინგეების ნაწილმა, რომლებმაც პარლამენტის ტრიბუნა დაიკავეს, ყარაბაღში შეტაკებების გაგრძელება მოითხოვეს.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანის არმიამ მთიანი ყარაბაღის, სომხეთის ოკუპაციისგან გათავისუფლების ოპერაციები მიმდინარე წლის 27 სექტემბერს დაიწყო და დღემდე გრძელდება.


საკვანძო სიტყვები: #აღიარება , #მარცხი , #სომხეთი

მსგავსი ინფორმაციები