გუშინ თბილისში გამართული საპროტესტო აქცია პოლიციამ დაშალა

გუშინ თბილისში გამართული საპროტესტო აქცია პოლიციამ დაშალა

1524229
გუშინ თბილისში გამართული საპროტესტო აქცია პოლიციამ დაშალა
gurcistan_protesto.jpg

საქართველოში უსაფრთხოების ძალებმა დემონსტრანტები დაშალეს, რომლებიც 31 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ, არჩევნების განმეორებით ჩატარებას მოითხოვენ და თბილისში ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობის შესასვლელის ჩაკეტვას ცდილობდნენ.

დემონსტრანტებს, რომლებიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას, თანამდებობიდან გათავისუფლებასაც მოითხოვენ და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. უსაფრთხოების ძალებმა წყლის ჭავლის გამოყენებით დემონსტრაცია დაშალა.

მომხდარის შემდეგ ოპოზიციის ლიდერებმა დემონსტრანტებს თბილისში საღამოს 18.00 საათზე საპროტესტო აქციის განახლებისკენ მოუწოდეს.

აქციაში მონაწილეთა დიდმა ნაწილმა პოლიციის მხრიდან ჩარევის შემდეგ აქციის ადგილი დატოვა.

მთავრობის წარმომადგენლებმა ოპოზიცია პროვოკაციული ნაბიჯების გადადგმაში დაადანაშაულეს და განაცხადეს, რომ არჩევნები გამჭვირვალე და დემოკრატიული გზით ჩატარდა.

ქვეყნის ისტორიაში პირველად , პროპორციული სისტემით 150 დეპუტატის ასარჩევად ჩატარებულ არჩევნებში ხელისუფლებაში მყოფმა „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 48,24 % მიიღო რაზეც ოპოზიცია პროტესტს აცხადებს დ ამბობს, რომ მთავრობამ არჩევნები გააყალბა.

ოპოზიციამ, მათ შორის პარტიებმა, რომლებმაც საარჩევნო ბარიერი გადალახეს, პარლამენტში არ შესვლის, შედეგების უარყოფისა და არჩევნების განახლების მოთხოვნით 3 ნოემბერს ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას.



მსგავსი ინფორმაციები