აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადება

“სომხეთის არმიამ მძიმე დანაკარგები განიცადა და პოზიციები მიატოვა“

1522132
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადება

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაშიც სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ცოცხალი ძალისა და ტექნიკის მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადეს. ამავე ინფორმაციით, წუხელ საბრძოლო მოქმედებები ძირითადად აღდერეს და ხოჯევანდის მიმართულებებით გრძელდებოდა რა, აზერბაიჯანული არმიის კონტრშეტევის შედეგად სომხურმა ნაწილებმა პოზიციები მიატოვეს და უკან დაიხიეს. ამავე ინფორმაციით, ამ დროისთვის აზერბაიჯანის არმია ოპერატიულ ვითარებას მთელი ფრონტის ხაზზე აკონტროლებს. “სომხეთის არმიამ დაარღვია ცეცხლის შეწყვეტა ასევე ორივე ქვეყნის საზღვარზე და სომხეთის ტერიტორიიდან დაბომბა აზერბაიჯანის თოვუზის, გედებეის და დაშქესენის რაიონების პოზიციები“, აღნიშნულია ამ განცხადებაში



მსგავსი ინფორმაციები