აზერბაიჯანმა სომხეთის კუთვნილი კიდევ ერთი SU-25 ჩამოაგდო

აზერბაიჯანმა სომხეთის კუთვნილი კიდევ ერთი SU-25 ჩამოაგდო

1520312
აზერბაიჯანმა სომხეთის კუთვნილი კიდევ ერთი SU-25 ჩამოაგდო

აზერბაიჯანის არმია, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად სხვადასხვა პოზიციებზე თავდასხმების განმხორციელებელ სომხეთს ადეკვატურად პასუხობს. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მთელი ღამის განმავლობაში, მათი შეიარაღებული ძალების და  მოწინააღმდეგის საბრძოლო მოქმედებები ძირითადად გრძელდებოდა  აღდამის, ხოჯავენდისა და გუბადლის მიმართულებით რა, მტრის თავდასხმის ყველა მცდელობები აღკვეთილ იქნა, მათ უკან დაიხიეს  და სერიოზული დანაკარგები განიცადეს. უწყების ინფორმაციით, დაპირისპირებების დროს  ფრონტის სხვადასხვა მიმართულებით განადგურდა და მწყობრიდან გამოვიდა მოწინააღმდეგის დიდი რაოდენობით ცოცხალი ძალის, 4 BM-21 „გრადი“, 10 სხვადასხვა ტიპის ქვემეხი, 3 სატვირთო მანქანა საბრძოლო მასალებით და 5 ერთეული საავტომობილო ტექნიკა. მეორეს მხრივ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროდან დღეს დილით გავრცელებული ინფორმაციით, მათმა შეიარაღებულმა ძალებმა, სომხეთის კუთვნილი კიდევ ერთი SU-25-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავი ჩამოაგდეს.


საკვანძო სიტყვები: #სომხეთი , #აზერბაიჯანი

მსგავსი ინფორმაციები