დღეს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ტარდება
დღეს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ტარდება

დღეს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ტარდება. ხმის მიცემის პროცესი დილის 8 საათზე დაიწყო. მოსახლეობა 150 დეპუტატს აირჩევს.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბისვილმა, რომელმაც ხმა მისცა დედაქალაქ თბილისში, მესამე საარჩევნო უბანზე, განაცხადა, რომ არჩევნები ქვეყნის ნათელი მომავლისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია.
3 მილიონ 526 ათას 23 ამომრჩეველი, მათგან 14 ათას 170 საზღვარგარეთ, მეცხრედ მიიღებს მონაწილოებას არჩევნებში 1991 წლის შემდეგ.
საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას 57 პოლიტიკური პარტია და 2 საარჩევნო ბლოკი იღებს.
ქვეყნის მოსახლეობა პირველად აირჩევს პარლამენტის წევრებს პროპორციული სისტემით გასამართ არჩევნებზე.
პარლამენტის დეპუტატებთან ერთად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო წევრების არჩევაც მოხდება.
ხმის მიცემა ქვეყნის მასშტაბით საღამოს 20:00 საათზე დასრულდება.
პირველი შედეგების გამოქვეყნება, სავარაუდოდ, ღამით დაიწყება.