სომხური მხარე ცეხლის შეწყვეტის შეთანხმებას არ ასრულებს

შეტაკებები მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა

1517878
სომხური მხარე ცეხლის შეწყვეტის შეთანხმებას არ ასრულებს

აზერბაიჯანის არმიამ, სომხეთის არმიის ცოცხალ ძალასა და სამხედრო ტექნიკას დიდი დარტყმა მიაყენა. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სომხური ძალები, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად, მთელი ღამის განმავლობაში ესროდნენ აზერბაიჯანელ ჯარისკაცებს და დასახლებებს ფრონტის სხვადასხვა მიმართულებით, ყველაზე მეტად კი ჰოჯავენდის, ფიზულისა და გუბადლის ფრონტებზე. ამავე განცხადებით, ფრონტის სხვადასხვა რეგიონებში განადგურდა სომხური არმიის კუთვნილი კიდევ 2 ერთეული T-72 ტანკი, 2 გრადის სარაკეტო სისტემა, 14 სხვადასხვა ტიპის მძიმე იარაღი, რამდენიმე საგუშაგო და 6 მანქანა, ხოლო ამის პარალელურად კი, დიდი რაოდენობით სამხედრო მოსამსახურეც განეიტრალდა. განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ მთელი ფრონტის ხაზი,  აზერბაიჯანის არმიის კონტროლის ქვეშ იმყოფება



მსგავსი ინფორმაციები