სომხეთმა აზერბაიჯანის ქალაქ ბერდეში მშვიდობიანი მოსახლეობა დაბომბა

სომხეთმა აზერბაიჯანის ქალაქ ბერდეში მშვიდობიანი მოსახლეობა დაბომბა

1517632
სომხეთმა აზერბაიჯანის ქალაქ ბერდეში მშვიდობიანი მოსახლეობა დაბომბა

სომხეთის მიერ აზერბაიჯანის ქალაქ ბერდეს ცენტრზე კასეტური ბომბით თავდასხმის შედეგად 19 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 60-ზე მეტი კი დაშავდა.

სომხეთის ტერიტორიიდან ნასროლი ბომბი, ოკუპირებული მთიანი ყარაბაღის გარეთ, ბერდეს ქალაქის ცენტრში ჩამოვარდა.

აზერბაიჯანის მთავარი პროკურატურის მიერ გაკეთებულ წერილობით განცხადებაში ნათქვამია, რომ ქალაქ ბერდეს ყველაზე ხალხმრავალ ადგილს, ცენტრს თავს კასეტური ბომბით დაესხნენ.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ თავდასხმის შედეგად 19 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 60-ზე მეტი კი დაშავდა.

კასეტური ბომბები მოხვდა ყველაზე ხალხმრავალ გზაჯვარედინზე მდებარე სამოქალაქო პირების სახლებს, მანქანებსა და სამუშაო ადგილებს.

მომხდარის შედეგად ზოგიერთ სახლსა და სამუშაო ადგილს სერიოზული ზიანი მიადგა, სულ მცირე 7 ავტომობილი განადგურდა.

შემთხვევის ადგილზე მისულმა სახანძრო მანქანებმა ბომბების აფეთქების შედეგად გაჩენილი ხანძარი ჩაქრეს.

ქალაქში შესაძლო მეორე თავდასხმის წინააღმდეგ უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა, ბევრი სამუშაო ადგილი, მათ შორის ყველა კაფე და რესტორანი დაიხურა.



მსგავსი ინფორმაციები