სომხეთმა კიდევ ერთხელ  დაარღვია ცეცხლის შეწყვეტა

სომხეთმა კიდევ ერთხელ  დაარღვია ცეცხლის შეწყვეტა

1515861
სომხეთმა კიდევ ერთხელ  დაარღვია ცეცხლის შეწყვეტა

სომხეთის არმიამ, აზერბაიჯანთან მესამედ მიღწეული ცეხლის შეწყვეტაც დაარღვია და ტერტერის რაიონზე სამოქალაქო დასახლებულ პუნქტებზე თავდასხმა განახორციელა. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად,  დილიდან სომხურმა მხარემ ლაჩინის რაიონების ტერიტორიებზე თავდასხმები განახორციელა.

„ამასთან, მტერმა ასევე ცეცხლი გაუხსნა ჩვენი ნაწილების პოზიციებს, რომლებიც ტერტერის, აღდამის, ფიზულის, ლაჩინისა და გუბადლის მიმართულებითაა განლაგებული,“ ნათქვამია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყებაში ხაზს უსვამენ, რომ აზერბაიჯანის არმიის ნაწილები ცეცხლის შეწყვეტის ჰუმანიტარულ რეჟიმს,   სრულად იცავენ, რომელიც, აშშ-ში,  ბაქოსა და ერევანს შორის იქნა მიღწეული და ძალაში,  26 ოქტომბერს 08:00-ზე შევიდა.

ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ვიცე-პრეზიდენტმა ჰიქეთ ჰაჯიევმაც და აღნიშნა, რომ სიმხურმა მხარემ ადგილობრივი დროით დილის 08:04 საათზე ტერტერზე განახორციელა თავდასხმა.



მსგავსი ინფორმაციები