პკკ-ას ტერორისტები ყარაბაღში, სომხების მხარეზე იბრძვიან

ისინი აზერბაიჯანულ სამხედრო უნიფორმაში არიან გამოწყობილნი

1515809
პკკ-ას ტერორისტები ყარაბაღში, სომხების მხარეზე იბრძვიან

ცნობილი გახდა რომ სომხეთმა, სირიიდან და ერაყიდან  მთიან ყარაბაღში ჩამოყვანილ და თავის მხარეზე მებრძოლ ქურთული  სეპარატისტული ტერორგანიზაცია PKK-ს ტერორისტებს, აზერბაიჯანის სამხედრო უნიფორმა ჩააცვა და ისე გაუშვა ფრონტის წინა ხაზზე. სადაზვერო წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ქურთი ტერორისტების ჯგუფები ძირითადად, მთიანი ყარაბაღის ქალაქ შუშაში არიან განლაგებული. ამავე წყაროებით, PKK-ს ტერორისტებისათვის აზერბაიჯანული სამხედრო უნიფორმის გადაცმით, სომხები მიზნად ისახავენ ჯერ ერთი აზერბაიჯანელი ჯარისკაცების დაბნევას, ხოლო მეორეს მხრივ კი, მოკლული ტერორისტების აზერბაიჯანის არმიის მიერ დაქირავებულ ტერორისტებად გამოცხადებას. ეს ინფორმაცია პრესისათვის გავრცელებულ განცხადებაში დაადასტურა აზერბაიჯანის პრეზიდენტის მოადგილემ ჰიქმეთ ჰაჯიევმაც და ხაზი გაუსვა, რომ სომხეთი, მთიან ყარაბაღში PKK-ს ტერორისტებს ომის პირველი დღეებიდანვე იყენებს. ეს ფაქტი აღიარა ასევე სომეხმა ჯარისკაცმა ალბერტ მიქაელიანმა, რომელიც აზერბაიჯანელ ჯარისკაცებს ტყვედ ჩაუვარდა. მისივე აღიარებით, PKK-ს ტერორისტები მთიან ყარაბაღში სომხეთის რიგებში იბრძვიან და ისინი ხელფასის სახით 600 დოლარს ირებენ



მსგავსი ინფორმაციები