თავდამსხმელმა ბანკში აყვანილი მძევლები გაათავისუფლა

თავდამსხმელმა ბანკში აყვანილი მძევლები გაათავისუფლა

1513659
თავდამსხმელმა ბანკში აყვანილი მძევლები გაათავისუფლა

საქართველოში თავდამსხმელმა, რომელმაც ბანკის ძარცვის მიზნით 19 ადამიანი მძევლად აიყვანა იარაღის მუქარით, ორი მძევლითა და მოთხოვნილი ხუთასი ათასი დოლარით შემთხვევის ადგილი დატოვა და თან ასევე წაიყვანა პოლიციელი, რომელმაც თანხა მიუტანა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებულ წერილობით განცხადებაში ნათქვამია, რომ პირი, რომელიც ჯერ კიდევ არ არის იდენტიფიცირებული, ქალაქ ზუგდიდში მდებარე ერთ-ერთ ბანკში შევიდა და ბანკის თანამშრომლები მძევლად აიყვანა.

მძარცველმა, რომელმაც მძევლის საშუალებით გაუგზავნა თავის მოთხოვნა ერთ-ერთ სატელევიზიო არხს, მოითხოვა 500 000 აშშ დოლარი და თქვა, რომ მძევლების მოკვლას დაიწყებდა, თუ პოლიცია არ მოშორდებოდა ბანკის შენობას.

თავდამსხმელის აღნიშნული მოთხოვნის შემდეგ ბანკის გარშემო უსაფრთხოების ძალების ჯავშანტექნიკა გაიყვანეს.

მოგვიანებით, თავდამსხმელმა პოლიციელთან, რომელმაც ხუთასი ათასი დოლარი მიუტანა და ორ მძევლთან ერთად მანქანით შემთხვევის ადგილი დატოვა, 17 მძევალი კი გაათავისუფლა.

ბოლო ინფორმაციით, თავდამსხმელმა სამივე მძევალი გაათავისუფლა, თავად კი მიიმალა.



მსგავსი ინფორმაციები