აზერბაიჯანის არმია წინ მიიწევს

სომხური ოკუპაციისაგან გათავისუფლებულია კიდევ 13 დასახლება

1511577
აზერბაიჯანის არმია წინ მიიწევს

აზერბაიჯანის ჯარმა  ჯაბრაილის რაიონის კიდევ 13 სოფელი გაათავისუფლა სომხური ოკუპაციისგან. პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა Twitter ის საკუთარ ანგარიშზე განაცხადა, რომ სომხეთის არმიამ წუხელ, კიდევ ერთხელ დაარღვია რა 18 ოქტომბრის მორატორიუმი, მძიმე საარტილერიო ცეცხლი გაუხსნა აზერბაიჯანის სამოქალაქო დასახლებებსა და ობიეტებს, რის შედეგადაც კვლავ დაიღუპნენ და დაშავდნენ სამოქალაქო პირები. ამავე მესიჯით, აზერბაიჯანის არმიამ საკადრისი პასუხი გასცა და სომხური ოკუპაციისგან გაათავისუფლა ჯაბრაილის რაიონში რამდენიმე დასახლებული პუნქტი და იქვე ჩამოთვლილია ამ სოფლების სახელები: სოლთანლი, ემირვარლი, მაშანლი, ჰასანლი, ალიქეიჰანლი, კუმლაქი, ჰაჯილი, გოერჩინვეისელი, ნიაზგულლარი, ქეჩალ მამმადლი, შაჰველი, ჰაჯი მასმაილლი და ლისაქლი



მსგავსი ინფორმაციები