სომხეთის თავდასხმების შედეგად პირველადი მონაცემებით, თორმეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

სომხეთის არმიამ სარაკეტო შეტევა განახორციელა აზერბაიჯანის ქალაქ განჯასა და მინგეჩაურზე, რის შედეგადაც პირველადი მონაცემებით 12 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

1510644
სომხეთის თავდასხმების შედეგად პირველადი მონაცემებით, თორმეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა
azerbaycan.jpg
azerbaycan gence.jpg
azerbaycan.jpg

სომხეთის არმიამ სარაკეტო შეტევა განახორციელა აზერბაიჯანის ქალაქ განჯასა და მინგეჩაურზე, რის შედეგადაც პირველადი მონაცემებით 12 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე შენობების ნანგრევების ქვეშაა მოყოლილი. სამაშველო-სამძებრო სამუშაოები გრძელდება.

აზერბაიჯანის ვიცე-პრეზიდენტმა ჰიქმეთ ჰაჯიევმა Twitter-ით გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ სომხეთში გადატანილი იქნა ახალი სარაკეტო სისტემები და ცეცხლი გაუხსნეს სამოქალაქო დასახლებებს.

მან აღნიშნა, რომ განჯაზე თავდასხმის დროს 20-ზე მეტი სახლი განადგურდა და რომ ეს თავდასხმა სომხეთის სახელმწიფოს ტერორისტული პოლიტიკის მაჩვენებელია.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი რაკეტა მრავალსართულიან ბინას მოხვდა, რის შედეგადაც 12 აზერბაიჯანელი დაიღუპა, 40-ზე მეტი კი დაშავდა.

ჰიქმეთ ჰაჯიევის თქმით, სკუდის ტიპის "ელბრუსის" ბალისტიკური რაკეტებით მშვიდობიან მოსახლეობაზე შეტევამ აჩვენა ერევნის ხელისფლების უზნეო და შიზოფრენიული მენტალიტეტი.

მან განაცხადა, რომ მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმა, ბრძოლის ველზე დამარცხების გამო სომხეთის ხელისუფლების უსუსურობის ნიშანია და ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ თავდასხმა მიზანმიმართულად მოხდა.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ სომხეთის არმიის მიერ ქალაქ მინგეჩაურის მიმართულებით ნასროლი რაკეტები აზერბაიჯანის საჰაერო თავდაცვის ძალების მიერ იქნა განადგურებული.



მსგავსი ინფორმაციები