აზერბაიჯანის არმიამ სერიოზული ზარალი მიაყენა სომხურ ძალებს

აზერბაიჯანის არმიამ სერიოზული ზარალი მიაყენა სომხურ ძალებს

1509454
აზერბაიჯანის არმიამ სერიოზული ზარალი მიაყენა სომხურ ძალებს

აზერბაიჯანის არმიამ სერიოზული ზარალი მიაყენა სომხურ ძალებს. ქვეყნის ეროვნული თავდაცვის სამინისტროდან გავრცელებული ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებული ძალები  აღდამის, ფუზულის, ჯებრაილის და  ჰადრუტის მიმართულებით თავდასხმებს აგრძელებს,  რითაც არღვევენ   ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეულ შეთანხმებას. სამინისტრო განცხადებაში ასევე აღნიშნავს, რომ სომხეთის მიერ განხორციელებული მრავალი თავდასხმა, აზერბაიჯანის არმიის მხრიდან წარმატებით იქნა აღკვეთილი.

„აზერბაიჯანის არმიის მიერ განხორციელებული ქმედებების შედეგად ფრონტის რამდენიმე მიმართულებით განადგურდა და მწყობრიდან გამოვიდა მოწინააღმდეგის სამხედრო ტექნიკა და ცოცხალი ძალა. აზერბაიჯანულმა მხარემ გაანადგურა სომხური მხარის 2 ტანკი Т-72, 1 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი „Tor-M2KM“ 4  ზალპური ცეცხლრეაქტიული სისტემა, 1 საზენიტო ჰაუბიცა-ქვემეხი „1 D-20, 1 D-30 და  2 D-1,   ასევე რამდენიმე უპილოტო საფრენი აპარატი და საავტომობილო ტექნიკა“, ნათქვამია აზერბაიჯანის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


საკვანძო სიტყვები: #სომხეთი , #აზერბაიჯანი

მსგავსი ინფორმაციები