სომხურმა ჯარმა ტერტერ-აღდამის ხაზზე მდებარე ერთ-ერთი სკოლა დაბომბა

სომხურმა ჯარმა დილის საათებში ტერტერ-აღდამის ხაზზე მდებარე ერთ-ერთი სკოლა დაბომბა

1509033
სომხურმა ჯარმა ტერტერ-აღდამის ხაზზე მდებარე ერთ-ერთი სკოლა დაბომბა

სომხურმა ჯარმა დილის საათებში ტერტერ-აღდამის ხაზზე მდებარე ერთ-ერთი სკოლა დაბომბა.

თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობამ (TRT) სომხეთის მიერ დაბომბილი სკოლა გადაიღო.

დღემდე სომხეთის არმიის მიერ დაბომბილი სკოლების რაოდენობა ტერტერის რეგიონში 13-მდე გაიზარდა.

როგორც სამოქალაქო პირები, ასევე ჟურნალისტები და საზოგადოებრივი შენობები მუდმივად ხდებიან სომხეთის არმიის სამიზნე.

სომხეთის არმია, აზერბაიჯანის ქალაქ ტერტერში თავს დაესხა აზერბაიჯანის სახელმწიფო ტელევიზიის ჯგუფს (AZTV), რომელიც სამოქალაქობზე თავდასხმას აშუქებდა. თავდასხმის შედეგად იმ მანქანის მძღოლი დაიჭრა, რომელსაც ჟურნალისტები გადაჰყავდა.

აზერბაიჯანის მთავარმა პროკურატურამ განაცხადა, რომ 27 სექტემბრიდან 14 ოქტომბრამდე სომხეთის თავდასხმების შედეგად დაიღუპა 43 მშვიდობიანი აზერბაიჯანის მოქალაქე და 206 კი დაშავდა.

აზერბაიჯანის არმიამ კონტრშეტევა დაიწყო 27 სექტემბერს, მას შემდეგ, რაც სომხეთის არმიამ ცეცხლი გახსნა სამოქალაქო დასახლებების მიმართ. პოზიციების დაკარგვის შემდეგ, სომხეთის არმიამ აზერბაიჯანის სამოქალაქო დასახლებებზე არტილერიითა და რაკეტებით განაგრძო შეტევა.

სომხეთი და აზერბაიჯანი მოსკოვში შეთანხმდნენ ჰუმანიტარული მიზნებისთვის 10 ოქტომბრის 12.00 საათიდან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს ცხედრებისა და ტყვეების გაცვლას მთიან ყარაბაღში.

თუმცა სომხეთის არმია, ისე რომ ცეცხლის შეწყვეტიდან 24 საათიც არ იყო გასული, 11 ოქტომბერს რაკეტებით თავს დაესხა აზერბაიჯანის ქალაქ განჯას, რის სედეგადაც 9 ადამიანი დაიღუპა, 35 კი დაშავდა.

ამავდროულად, აზერბაიჯანის არმიამ ჩამოაგდო სომხური უპილოტო საფრენი აპარატი.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სომხური უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც შუადღისას ფრონტის ხაზის ფუზულის მიმართულებით მიფრინავდა, აზერბაიჯანის საჰაერო თავდაცვის ძალების მიერ განადგურდა.

აზერბაიჯანის არმიამ 12 ოქტომბერს კი სომხეთის კუთვნილი 3 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო.



მსგავსი ინფორმაციები