ფაშინიანი თავისი მარცხის დაფარვას ცდილობს

მან აკრძალა ხელისუფლების გაკრიტიკება

1506036
ფაშინიანი თავისი მარცხის დაფარვას ცდილობს

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, სომხეთის ოკუპაციის ქვეშ მყოფ მთიანი ყარაბაღის ფრონტის საკითხში, აკრძალა ხელისუფლების გაკრიტიკება. ფაშინიანმა ხელი მოაწერა რეზოლუციას, რომელიც შეიცავს გარკვეულ ცვლილებებს ქვეყანაში საომარი მდგომარეობის შესახებ. ამ რეზოლუციის თანახმად, აკრძალულია ისეთი განცხადებების გაკეთება ან სიტყვით გამოსვლა, რომლებიც აკრიტიკებენ, უარყოფენ, ეჭვქვეშ აყენებენ ანდა სხვაგვარად აფასებენ სახელმწიფო ორგანოებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მოქმედებას. გარდა ამისა, აკრძალვებს შორის არის ასევე სომხეთისა და ყარაბაღის თავდაცვისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ კამპანია და ისეთი სამაუწყებლო პროგრამები, რომლებიც ეჭვის ქვეშ აყენებენ სომხური ჯარის თავდაცვისუნარიანობას. როგორც უკვე ცნობილია, სომხეთმა გუშინ, მთიანი ყარაბაღის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის გამო, გააუქმა "ნოვაია გაზეტას" რუსი კორესპონდენტის ილია აზარის აკრედიტაცია. აზარმა თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მთელი ძალით ცდილობდა მთიან ყარაბაღში ჟურნალისტების მუშაობის შეზღუდვაზე და აღნიშნა, რომ მისი აკრედიტაცია გაუქმდა იმის გამო, რომ მან ახალი ინფორმაციები მოამზადა მათი მხრიდან ოკუპირებული ქალაქ შუშისა და ლაჩინის შესახებ. მისივე აზრით, სომეხი ჩინოვნიკების დაპირებები ქვეყანაში პრესის თავისუფლების შესახებ, ძალიან სადავოა.



მსგავსი ინფორმაციები