თურქეთი აზერბაიჯანის მიმართ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ მაღალი ტონით აცხადებს

თურქეთი აზერბაიჯანის მიმართ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ მაღალი ტონით აცხადებს

1503890
თურქეთი აზერბაიჯანის მიმართ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ მაღალი ტონით აცხადებს
cavusoglu-aliyev1.jpg
cavusoglu-aliyev.jpg
cavusoglu-bayramov.jpg

სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანში ჩასულმა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღომ ჯერ ამ ქვეყნის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს, შემდეგ კი თავის კოლეგა, ჯეიჰუნ ბაირამოვს შეხვდა. შეხვედრაზე მთიან ყარაბაღში მიმდინარე მოვლენები იქნა განხილული. ჩავუშოღუ-ბაირამოვს შორის გამართული პირისპირ შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენიის დრო, თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, აზერბაიჯანისადმი მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ მაღალი ტონით განაცხადა.  მისი თქმით, აზერბაიჯანის ტერიტორიები სომხეთს აქვს ოკუპირებული და საერთაშორისო თანამეგობრობას ამ ტერიტორიების დეოკუპაციის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

„კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანია. მინდა აღვნიშნო, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან აქამდე არ ყოფილა ერთგვაროვანი რეაქცია აზერბაიჯანის ოკუპირებული ტერიტორიებიდან სომხური ჯარების გაყვანის საკითხზე“, აღნიშნა თურქმა დიპლომატმა.

ჩავუშოღლუმ იმასაც გაუსვა ხაზი, რომ მინსკის ქვეყნები დაზარალებულ აზერბაიჯანსა და  ოკუპანტ სომხეთს ერთიდაიგივე ფორმატში განიხილავენ რაც მიუღებელია რა, თურქეთი, აზერბაიჯანელი ხალხის სიმართლის საერთაშორიოს არენაზე დაცვას გააგრძელებს.



მსგავსი ინფორმაციები