აზერბაიჯანის არმია კონტრშეტევას აგრძელებს

დაიღუპა და დაიჭრა 2300 სომეხი ჯარისკაცი

1499943
აზერბაიჯანის არმია კონტრშეტევას აგრძელებს

აზერბაიჯანის არმიამ, ოკუპირებული ტერიტორიების განთავისუფლებისათვის დაწყებულ კონტრშეტევაში 2300 სომეხი ჯარისკაცი გაანეიტრალა. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მხრიდან გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ძალადობრივი შეტაკებები გრძელდებოდა მთელი ღამის განმავლობაში. ”27-30 სექტემბერს დაიღუპა და დაიჭრა 2300 სომეხი ჯარისკაცი, განადგურდა დაახლოებით 130 ტანკი და ჯავშანტექნიკა, 200–ზე მეტი საარტილერიო და სარაკეტო სისტემა, დაახლოებით 25 ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა, 6 სამეთაურო, 5 საბრძოლო მასალის საწყობი, 50 ტანკსაწინააღმდეგო იარაღი და 55 მანქანა. ამავე განცხადებით, გუშინ გამართულ შეტაკებებში ასევე განეიტრალდა სომხეთის კუთვნილი 1 ერთეული S-300 ანტისარაკეტო სისტემა. “აზერბაიჯანის არმიამ ალყა შემოარტყა სომხურ ძალებს აღდერე-ტერტერის მიმართულებით და ეს ალყის რკალი თანდათანობით ვიწროვდება“, ხაზგასმულია ამ განცხადებაში



მსგავსი ინფორმაციები