სომხეთ-აზერბაიჯანის ფრონტის ხაზზე შეტაკებები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა

სომხეთ-აზერბაიჯანის ფრონტის ხაზზე შეტაკებები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა

1499120
სომხეთ-აზერბაიჯანის ფრონტის ხაზზე შეტაკებები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა

სომხეთ-აზერბაიჯანის ფრონტის ხაზზე შეტაკებები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სომხურმა ძალებმა ფუზული-ჯებრაილის და აღდერე-ტერტერის მიმართულებით დაკარგული პოზიციების უკან დასაბრუნებლად თავდასხმა განახორციელეს.

განცხადებაში აღინიშნულია, რომ ამ რეგიონებში მყოფმა აზერბაიჯანის არმიის ნაწილებმა სომხური ძალების თავდასხმები აღკვეთეს.

აქვე ნათქვამია, რომ ღამის შეტაკებების დროს სომხური ძალების აღდერეს მიმართულებით მადაგიზის რეგიონიდან მიმავალი ჯავშანტრანსპორტიორების კოლონა და მათი დამხმარე საარტილერიო ბატარეა აზერბაიჯანის საჰაერო ძალების და სახმელეთო ჯარების ელემენტებმა გაანადგურეს.

განცხადების მიხედვით, ფუზული-ჯებრაილის მიმართულებით დილის საათებში სომხეთის კუთვნილი 1 ტანკი და 1 მანქანა განადგურდა და დაახლოებით 10 ჯარისკაცი იქნა განეიტრალებული, შეტაკებები გრძელდება და სომხური ძალები დიდი დანაკარგებით იძულებული გახდა უკან დახეულიყო.

სამინისტროს მეორე განცხადებაში ნათქვამია, რომ სომხური ძალებისგან ქალაქ ფუზულის გაწმენდისთვის დაწყებული ოპერაცია გრძელდება და რომ დილით სომხეთის არმიის კუთვნილი კიდევ 4 ტანკი განადგურდა.

გარდა ამისა, სომხეთის არმიის მიერ პროვინცია დაშკესენის არტილერიით დაბომბვის შესახებ გავრცელებულ სხვა განცხადებაში კი ნათქვამია, რომ აზერბაიჯანის არმია საპასუხო ზომას გაატარებს.



მსგავსი ინფორმაციები