აზერბაიჯანი აცხადებს, რომ სომხეთის არმიის 550-ზე მეტი ჯარისკაცი დაიღუპა და დაიჭრა

აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ გუშინდელ შეტაკებებში სომხეთის არმიის 550-ზე მეტი ჯარისკაცი დაიღუპა და დაიჭრა

1498650
აზერბაიჯანი აცხადებს, რომ სომხეთის არმიის 550-ზე მეტი ჯარისკაცი დაიღუპა და დაიჭრა

აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ გუშინდელ შეტაკებებში სომხეთის არმიის 550-ზე მეტი ჯარისკაცი დაიღუპა და დაიჭრა.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადების თანახმად, განადგურებულია სომხეთის არმიის 22 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა, 15 OSA საზენიტო სარაკეტო სისტემა, 18 უპილოტო საჰაერო აპარატი, 8 საარტილერიო ნაწილი.

განცხადების თანახმად, მოკლულია და დაიჭრილია 550-ზე მეტი მტრის ჯარისკაცი. განადგურდა მტრის ჯარის კუთვნილი 3 საბრძოლო მასალის საწყობი.

ტერტერის რეგიონის მახლობლად მდებარე სოფელ ტალიშის შეტაკებებში მოკლეს მტრის საჰაერო ბატალიონის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი ლერნიკ ბაბაიანი, ხოლო მისი ქვედანაყოფის სამხედრო ნაწილის სერსონალმა მძიმე დანაკარგები განიცადა. სოფელ ტალიშის გარშემო ზოგიერთი მაღლობი ოკუპანტი ძალებისგან გაიწმინდა.

სამინისტრომ ასევე გააზიარა სომეხი ჯარისკაცების ცხედრების ჰაერიდან გადაღებული კადრები.

განცხადებაში ნათქვამია, რომ სომხეთის არმიის პოზიციები რაკეტებითა და არტილერიით იქნა დაბომბილი და სომხურმა ძალებმა უკან დაიხიეს.

”სამხედრო საავადმყოფოებსა და სამოქალაქო საავადმყოფოებში ადგილის დეფიციტია, მტრის ჯარში დიდი რაოდენობით დაჭრილის გამო, სისხლის ბანკში შექმნილია სისხლის დეფიციტი. როგორც ყოველთვის, სომხური მხარე საზოგადოებას უმალავს ჯარში მსხვერპლის ნამდვილ რაოდენობას.”-ნათქვამია განცხადებაში.

მეორეს მხრივ, აზერბაიჯანმა სომხეთის ჯარი გააფრთხილა, რომელიც სამოქალაქო დასახლებების მიმართულებით ცეცხლის გახსნას აგრძელებს.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ სომხეთის არმიამ დილის საათებიდან ცეცხლი გაუხსნა ქალაქ ტერტერს და დამატებულია: "ჩვენ ბოლოჯერ ვაფრთხილებთ სომხეთს. ზომების გასატარებლად ჩვენც საპასუხო ცეცხლს გავხსნით."

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ გადაწყვეტილებას.

გადაწყვეტილების თანახმად, აზერბაიჯანის მობილიზაციისა და სამხედრო სახელმწიფო სამსახურის, სამხედრო მისიის მქონე მოქალაქეების მობილიზაციისთვის სამხედრო სამსახურში გაწვევისა და სამხედრო ტრანსპორტირების საკითხებთან დაკავშირებული ზომები გატარდება.

ალიევმა გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული ყველა საკითხის გადაწყვეტა მინისტრთა საბჭოს დაავალა.

გუშინ დილის საათებში, აზერბაიჯან-სომხეთის ფრონტის ხაზზე, სომხურმა ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს აზერბაიჯანის სამოქალაქო დასახლებებს, რის შემდეგაც შეტაკებები დაიწყო.


საკვანძო სიტყვები: #შეტაკება , #სომხეთი , #აზერბაიჯანი

მსგავსი ინფორმაციები