საქართველოს და ნატოს სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი 2020“ დასრულდა

საქართველოს და ნატოს სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი 2020“ დასრულდა

1493296
საქართველოს და ნატოს სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი 2020“ დასრულდა

საქართველოში 5 ქვეყნის მონაწილეობით გამართული 11 დღიანი ნატო-ს „ღირსეული პარტნიორი 2020“-ის მრავალეროვნული სამხედრო წვრთნები ოფიციალური ცერემონიით დასრულდა.

დედაქალაქ თბილისთან ახლოს მდებარე ვაზიანის სამხედრო ბაზაზე გამართულ ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე.

საქართველოდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, გაერთიანებული სამეფოდან, პოლონეთიდან და საფრანგეთიდან 2700-ზე მეტი სამხედრო პერსონალის მონაწილეობით ჩატარებული სამხედრო წვრთნების დახურვის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ სწავლება კოვიდ -19-ის ეპიდემიის მიუხედავად წარმატებული იყო.

მან ასევე აღნიშნა, რომ ამ წვრთნების წყალობით ძლიერდება საქართველოს თანამშრომლობა გლობალურ პარტნიორებთან და მადლობა გადაუხადა ნატო-ს ქვეყნებს მისი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი კონკრეტული მხარდაჭერისთვის.

საქართველომ მრავალეროვან სამხედრო წვრთნებს „ღირსეული პარტნიორი“ (Noble Partner) მეხუთედ უმასპინძლა.



მსგავსი ინფორმაციები