აქტუალური თემის ანალიზი 38

მარიონეტული ომი სირიაში გრძელდება

1492981
აქტუალური თემის ანალიზი 38

 

სირიის რევოლუცია, რომელიც 2011 წელს დაიწყო, გასცდა სამოქალაქო ომის ზღურბლს და თანდათანობით  რეგიონალური და გლობალური ძალაუფლების ბრძოლის ერთ-ერთი ცენტრთაგანი გახდა. მრავალი მოთამაშის გარედან ჩარევით, ქვეყნის ტერიტორიაზე ბრძოლა ფაქტიურად მარიონეტულ ომში გადაიზარდა და მის ფარგლებში შეიცვალა მოთამაშეებიც და მათი ჩართულობაც. რევოლუციის დასაწყისიდან სირიის პოლიტიკაში ყველაზე სტაბილური ქვეყნები გახდნენ და წინა პლანზე გამოვიდნენ თურქეთი, რუსეთი და ირანი. თურქეთი კვლავ მხარს უჭერს სირიის ოპოზიციას, რუსეთი და ირანი განაგრძობენ ასადის რეჟიმის გვერდით დგომას, ხოლო აშშ-ი ხან აქტიურობს, ხანაც პასიურ მდგომარეობაში გადადის. ახლა ამ თემაზე გთავაზობთ SETA-ს ანალიტიკური ცენტრის საგარეო პოლიტიკის მკვლევარის ჯან აჯუნის სტატიას, რომელშიც იგი წერს:

სირიის რევოლუციის პირველ წლებში, დასავლეთის ქვეყნებმა, განსაკუთრებით აშშ-მა, რეჟიმის საწინააღმდეგოდ მხარი დაუჭირეს სირიის ოპოზიციას, მაგრამ მას შემდეგ, რაც რადიკალურმა დაეშმა კონტროლში მოიქცია დიდი ტერიტორიები და რუსეთმაც ჩარევა დაიწყო, მათ უარი თქვეს ოპოზიციისადმი მხარდაჭერაზე. ამის შემდეგ, აშშ-მა აქტიური სამხედრო თანამშრომლობა დაიწყო ქურთული ტერ ორანიზაცია PKK-ს სირიულ ფრთა YPG-თან რა, შექმნა გავლენის სფერო, რომელიც მოიცავდა ნავთობით მდიდარ ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონს. მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთის სხვა ქვეყნები დღემდე სირიის ოპოზიციას ლეგიტიმურად თვლიან, მაინც არ უჩენენ მას კონკრეტულ მხარდაჭერას.

მეორეს მხრივ, აშშ-ი განაგრძობს ზიგზაგებს სირიის პოლიტიკაში. მიუხედავად იმისა, რომ ბარაკ ობამას პრეზიდენტობის პერიოდში წითელი ხაზები რამდენჯერმე გამოცხადდა, მან მაინც მრავალ ჯერ უკან დაიხია. შემდეგში ნათლად გაირკვა, რომ ობამამ 2015 წლის სექტემბერში, ნებით თუ უნებლიედ, რუსეთის სამხედრო ინტერვენციისთვის სირიაში, ნამდვილად გახსნა სივრცე. დონალდ ტრამპის პერიოდში კი, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის ჯარების სირიიდან გაყვანის სურვილი არსებობდა, CENTCOM- მა და აშშ-ის სხვადასხვა ძალებმა იმდენი მოახერხეს, რომ ტრამპმა თავი შეიკავა ჯარების მთლიანად გაყვანისგან. ასე რომ აქ ნავთობის კარტი, ტრამპის ხელში მნიშვნელოვან კოზირად გადაიქცა. ამჟამად აშშ-ის ჯარები განაგრძობენ ნავთობით მდიდარი რეგიონების კონტროლს, დაწყებულს ევფრატის აღმოსავლეთით მდებარე რიმელანის რეგიონიდან, დამთარებული დეირ ეზ ზორამდე. გარდა ამისა, ტრამპის ადმინისტრაცია, SDF-ის ქოლგის ქვეშ, ასევე განაგრძობს PYD/YPG-სადმი სამხედრო მხარდაჭერას.

მეორეს მხრივ რუსეთი, ესადის ადმინისტრაციასთან სხვადასხვა საკითხებში უთანხმოების მიუხედავად, განაგრძობს დამასკოსადმი სრულ მხარდაჭერას. მოსკოვის აზრით, ქვეყნის მთლიანი ტერიტორია ასადის რეჟიმის კონტროლ ქვეშ უნდა იყოს, თუმცა, იმასაც ხედავს რომ რეალურად და პოლიტიკური თვალსაზრისით ეს შეუძლებელია, ამიტომაც, სამხედრო ჩართულობის კონტექსტში, თურქეთთან და ირანთან აგრძელებს ასტანაში დაწყებულ პოლიტიკურ პროცესს. ამასთან პუტინი, იდლიბის საკითხში  სამხედრო ზეწოლას ზრდის და თურქეთს აიძულებს მის სასარგებლოდ სხვადასხვა ნაბიჯების გადადგმას. მეორეს მხრივ კი, იგი სხვადასხვა დონეზე ინარჩუნებს ურთიერთობებს YPG–სთან, განსაკუთრებით ტელ–რიფატისა და მანბიჯის რეგიონებში.

ამის პარალელურად, რუსეთმა, რეგიონში ძალაუფლებისათვის სერიოზული ბრძოლა დაიწყო აშშ-თან, განსაკუთრებით მალიკიე-ფიშაბურის ხაზზე. აქ რუსი ჯარისკაცები ხშირად აწყობენ საპატრულო რეიდებს, რომლის დროსაც პირისპირ დგებიან ამერიკელი ჯარისკაცების წინაშე. ასეთი აგრესიული ქმედებებით, რუსები ცდილობენ ეტაპობრივად განაშორონ ამ რეგიონს ამერიკელი სამხედროები და აქედან გამომდინარე, რუსების ასეთი ქმედებები უკვე ფაქტიურად ტაქტიკურ ტენდენციად გადაიქცა. რუსეთისათვის სირიაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია მისი კონკურენცია ირანთან. მართალია, იგი აგრძელებს ირანთან მოკავშირეობას სირიის ოპოზიციისა და დეაშის ნარჩენებთან დაკავშირებით, თუმცა, ამის პარალელურად ის ასევე ცდილობს შეარყიოს ირანის კონტროლი და გავლენის სფერო მთლიანად სირიაშიც და მის ხელისუფლებაზეც, წერს SETA-ს ანალიტიკური ცენტრის საგარეო პოლიტიკის მკვლევარი ჯან აჯუნი   



მსგავსი ინფორმაციები