ანტონიო გუტერესმა  კვიპროსის საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვან განცხადებები გააკეთა

ანტონიო გუტერესმა  კვიპროსის საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვან განცხადებები გააკეთა

1492086
ანტონიო გუტერესმა  კვიპროსის საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვან განცხადებები გააკეთა

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერესმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ  რესპუბლიკაში არჩევნების დასრულების შემდეგ იგი აპირებს პოლიტიკური პროცესის განახლებას გარანტორი ქვეყნების  და მხარეების მონაწილეობით. გუტერესმა 75-ე გენერალური ასამბლეის შეხვედრამდე, რომელიც 22 სექტემბერს დაიწყება, პრესკონფერენცია გამართა და დღის წესრიგი შეაფასა. კვიპროსის საკითხთან დაკავშირებით მან აღნიშნა: „კონსენსუსი იყო, რომ დიპლომატიური ინიციატივების წამოწყებამდე უნდა დაველოდოთ არჩევნებს ჩრდილოეთ კვიპროსში, რომელიც ოქტომბერში უნდა ჩატარდეს. არჩევნების შემდეგ  გარანტორი ქვეყნების (თურქეთი, საბერძნეთი, დიდი ბრიტანეთი) და ბერძნული და თურქული მხარის მონაწილეობით  ახალი პოლიტიკური  პროცესის დასაწყებად ვემზადებით. მხარეებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, პროცესის დამაზიანებელი ნებისმიერი ნაბიჯისგან თავი შეიკავონ.“


საკვანძო სიტყვები: #კვიპროსი , #ანტონიო გუტერესი

მსგავსი ინფორმაციები