დღეს ბაქოს გათავისუფლების 102-ე  წლისთავია

ერდოღანმა ალიევს ბაქოს გათავისუფლება მიულოცა

1491148
დღეს ბაქოს გათავისუფლების 102-ე  წლისთავია

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს ტელეფონით ესაუბრა. პრეზიდენტის აპარატის კომუნიკაციების დეპარტამენტიდან გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტმა ერდოღანმა სატელეფონო საუბრის დროს,  აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს ბაქოს, სომეხთა და ბოლშევიკების ოკუპაციისგან გათავისუფლების 102-ე წლისთავი მიულოცა.

ცნობისათვის, აზერბაიჯანის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ბაქოს გათავისუფლების მიზნით მათ,  ოსმალეთისგან დახმარება მოითხოვეს. 1918 წლის 15 სექტემბერს, ნური ფაშას სარდლობით, კავკასიის ისლამის არმიამ ბაქო გაანთავისუფლა ოკუპანტებისგან. ოთხ თვიანი ოპერაციის შედეგად მოხდა ბაქოს მტრისგან განთავისუფლება. არმიის 1132 თურქი ჯარისკაცი დაიღუპა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე.



მსგავსი ინფორმაციები