ნატომ თურქეთ-საბერძნეთის სამხედრო დელეგაციების შეხვედრას უმასპინძლა

განიხილეს სამხედრო კონფლიქტის თავიდან აცილების საკითხები

1488728
ნატომ თურქეთ-საბერძნეთის სამხედრო დელეგაციების შეხვედრას უმასპინძლა

თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ თურქეთ-საბერძნეთის სამხედრო დელეგაციებს შორის  ნატოს ფარგლებში და ნატოს შტაბ-ბინაში გუშინ გამართული ტექნიკური შეხვედრა, რომელზედაც განიხილეს ე.წ.  “განცალკევების პროცედურები", დასრულდა. ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ მხარეებმა შეხვედრაზე განიხილეს სამხედრო ელემენტებს შორის შესაძლო კონფლიქტის თავიდან აცილების საკითხები და ამასთან გაცვალეს ურთიერთ მოსაზრებები პრევენციულ ზომებზე. “ამავე დელეგაციებს შორის შემდეგი შეხვედრა დაგეგმილია უახლოეს დღეებში“, აღნიშნულია ამ განცხადებაში



მსგავსი ინფორმაციები