კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი სირიის დახმარებას განაგრძობს

კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი სირიის დახმარებას განაგრძობს

1475968
კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი სირიის დახმარებას განაგრძობს

კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი (AFAD) სირიის რაიონ ტელ აბიადში, რომელიც სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაცია YPG/PKK-სგან იქნა გაწმენდილი, 97 გაჭირვებულ ოჯახს დაეხმარა.

AFAD-ი და შანლიურფას გუბერნია, ჰუმანიტარული დახმარების მსოფლიო დღის ფარგლებში, სირიის დახმარებისა და კოორდინაციის ცენტრის (SUDKOM) კოორდინაციით, ტელ აბიადის რაიონში განაგრძობენ დახმარების ღონისძიებების ჩატარებას.

AFAD-ის ტელ აბიადის საკოორდინაციო ოფისის ინფორმაციის თანახმად, ტელ აბიადის სოფელ ელ-მესტურში გაჭირვებულ 97 ოჯახს მშრალი პროდუქტების ნაკრები და 400 კილოგრამი მუხუდო დაურიგეს.

კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტმა, თურქეთის შეიარაღებული ძალების ოპერაცია „მშვიდობის წყაროთი“ (2019 წლის ოქტომბერ-ნოემბერი) სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაცია YPG/PKK–სგან გათავისუფლებულ რეგიონში დაახლოებით 21 ათასი სურსთის ნაკრები, წყლის დეფიციტის მქონე სოფლებში 50 ათასი ლიტრი სუფთა წყალი და 4 ათას 500 ჰიგიენის კომპლექტი გაანაწილა.



მსგავსი ინფორმაციები