ირაკლი ღარიბაშვილი: „საქართველოს და უკრაინის საერთო პრობლემა რუსეთია“

ირაკლი ღარიბაშვილი: „საქართველოს და უკრაინის საერთო პრობლემა რუსეთია“

1475930
ირაკლი ღარიბაშვილი: „საქართველოს და უკრაინის საერთო პრობლემა რუსეთია“

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ანდრი ტარანმა განაცხადეს, რომ ორივე ქვეყნის საერთო პრობლემა, რუსეთი გახლავთ. ოფიციალური ვიზიტიტ თბილისში ჩასულ, უკრაინის თავდაცვის მინისტრს თავის ქართველი კოლეგა, ირაკლი ღარიბაშვილი დახვდა. შეხვედრის შემდეგ გამართული ერთობლივი პრესკონფერენციის დროს ღარიბაშილმა განაცხადა, რომ უკრაინა და საქართველო ორი სტრატეგიული მოკავშირე ქვეყანაა.

„ჩვენთვის მთავარი პრობლემაა რუსეთის მიერ ჩვენი მიწების ოკუპაცია და ანექსიაა. ბუნებრივია, ჩვენ ჩვენს მიწაზე ოკუპაციის დასრულებას უნდა მივაღწიოთ საკუთარი პოლიტიკის საშუალებით. საქართველოს და უკრაინის საერთო პრობლემა რუსეთია“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ერთობლივი პრესკონფერენციის დროს ანდრეი ტარანმა აღნიშნა: „ორივე ქვეყნის ეს საერთო პრობლემაა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების განთავისუფლებაა“.

შეხვედრის დასრულების შემდეგ,  ირაკლი ღარიბაშვილმა და ანდრი ტარანმა საქართველოსა და უკრაინის თავდაცვის სამინისტროებს შორის 2020 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმასაც  მოაწერეს ხელი.



მსგავსი ინფორმაციები