თურქეთი გაერო-ს სამშვიდობო მისიის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

თურქეთი გაერო-ს სამშვიდობო მისიის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

1463909
თურქეთი გაერო-ს სამშვიდობო მისიის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

თურქეთ, ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკაში განლაგებულ, გაერო-ს სამშვიდობო მისიის ადგილობრივ მთავრობასთან შეუთანხმებლად კიდევ 6 თვით ქვეყანაში დარჩენას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მათი ეს გადაწყვეტილება, თვით გაერო-ს წესებსა და პრინციპებს ეწინააღმდეგება. აღნიშნულის შესახებ განცხადება საგარეო საქმეთა სამინისტრომ მას შემდეგ გაავრცელა, რაც ჩრდილოეთ კვიპროსის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ და საგარეო საქმეთა სამინისტრომ ხსენებული გადაწყვეტილების საწინააღმდეგო პოზიცია დააფიქსირეს.

ცნობისათვის, ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკა საკითხთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს: „გაერო, ამ გადაწყვეტილებით, რომლის მთავარი მისიაც კუნძულზე და რეგიონში მშვიდობას და სტაბილურობას უნდა ემსახურებოდეს, იგი პოლიტიკური ზეგავლენის ქვეშ მოექცა და დღევანდელ სიტუაციის ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი. გაერო-ს მხრიდან ამდაგვარი დამოკიდებულება, კვიპროსელი თურქების გვერდის ავლით, ბერძნული მხარის მხარდაჭერას ემსახურება“.


საკვანძო სიტყვები: #სამშვიდობო მისია , #გაერო , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები