ოპერაცია „ვეფხვის კლანჭის“ ფარგლებში  PKK-ს კიდევ სამი ტერორისტი იქნა განეიტრალებული

ოპერაცია „ვეფხვის კლანჭის“ ფარგლებში  PKK-ს კიდევ სამი ტერორისტი იქნა განეიტრალებული

1463411
ოპერაცია „ვეფხვის კლანჭის“ ფარგლებში  PKK-ს კიდევ სამი ტერორისტი იქნა განეიტრალებული

თურქეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან, ერაყის ჩრდილეოთში კერძოდ კი ჰაფტანინის რეგიონში სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაცია, PKK-ს წინააღმდეგ  დაწყებული ოპერაცია „ვეფხვის კლანჭის“ ფარგლებში კიდევ 3  ტერორისტი იქნა განეიტრალებული. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, ეროვნული თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ცნობისათვის, თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა, ერაყის ჩრდილოეთში სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაცია, PKK-ს წინააღმდეგ  15 ივნისს ოპერაცია „არწივის კლანჭი“, ხოლო 17 ივნისს ოპერაცია „ვეფხვის კლანჭი“ დაიწყო.

რეგიონში ანტიტერორისტული ოპერაციები გრძელდება.

მეორეს მხრივ, სამინისტროდან გავრცელებულ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ სირიაში ოპერაცია „ზეთისხილის რტოს“ და „ევფრატის ფარის“ რეგიონებში 2 PKK/PYD-ს, ხოლო ერთი DEAŞ-ის წევრი ტერორისტი ცოცხლად იქნა დაკავებული.


საკვანძო სიტყვები: #ოპერაცია „ვეფხვის კლანჭი"

მსგავსი ინფორმაციები